„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ

  • Word
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ
დოკუმენტის ნომერი 4684
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 07/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.05.001.002.802
  • Word
4684
27/04/2007
სსმ, 16, 07/05/2007
360.050.000.05.001.002.802
„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექ-მნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 68) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ბიომრავალფეროვ-ნების კონვენციას, მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას, საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „გარემოს დაცვის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წყლის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.“.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ილტოს აღკვეთილი იქმნება ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 6963 ჰექტარს.

2. ილტოს აღკვეთილი მდებარეობს მდ. ილტოს ხეობის ზემო წელში. აღკვეთილს დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მდ. ილტოსა და მდ. ივრის წყალგამყოფი კახეთის ქედი, სამხრეთიდან – მდ. კიტარისხევისა და მდ. ქაშანთხევის წყალგამყოფი და მდ. ჭირისხევის სამხრეთით მდებარე წყალგამყოფი, აღმოსავლეთიდან კი – ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.

3. ამ კანონის საფუძველზე ილტოს აღკვეთილის გამგებლობაში გადადის შემდეგი უბნები:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ახმეტის სატყეო მეურნეობის ილტოს სატყეო უბნის №№1–35, №№40 – 44 კვარტალების ტერიტორიები (6776 ჰა) ამ ქვეპუნქტში მითითებული 6.1. ცხრილის მიხედვით.

ახმეტის სატყეო მეურნეობაში შემავალი ილტოს სატყეო უბნიდან გადასაცემი კვარტალების ტერიტორიები

                                                                                                                                                                                ცხრილი №6.1

კვარტალის №

კვარტალის ფართობი

(ჰა)

კვარტალის №

კვარტალის ფართობი

(ჰა)

კვარტალის №

კვარტალის ფართობი

(ჰა)

1

163

15

298

29

161

2

211

16

242

30

142

3

96

17

149

31

271

4

191

18

328

32

173

5

131

19

172

33

138

6

177

20

150

34

150

7

93

21

165

35

203

8

134

22

141

40

128

9

97

23

116

41

180

10

127

24

136

42

149

11

133

25

123

43

208

12

162

26

193

44

132

13

199

27

163

---

---

14

172

28

171

---

---

კვარტალების საერთო ფართობი

6776

შენიშვნა: აღნიშნული მიწის ბალანსი შედგენილია საქართველოს სსრ სატყეო მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ახმეტის რაიონის სატყეო მეურნეობის ილტოს სატყეოს ტყის კორომთა გეგმის მიხედვით (მოწყობილია 1982 წელს);

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ახმეტის სატყეო მეურნეობაში შემავალი ყოფილი მატნის საბჭოთა მეურნეობის სატყეო უბნის კვარტალების ტერიტორიები (187 ჰა) ამ ქვეპუნქტში მითითებული 6.2. ცხრილის მიხედვით.

 

ახმეტის სატყეო მეურნეობაში შემავალი ყოფილი მატნის საბჭოთა მეურნეობის სატყეო უბნიდან გადასაცემი კვარტალების ტერიტორიები

                                                                                                                                                                                             ცხრილი №6.2.

კვარტალის №

კვარტალის ფართობი

(ჰა)

კვარტალის №

კვარტალის ფართობი

(ჰა)

კვარტალის №

კვარტალის ფართობი

(ჰა)

5

23

6ა

19

3

4

5ა

32

4ი

11

4

5ბ

28

4თ

5

6

6

23

4ე

32

---

---

კვარტალების საერთო ფართობი

187

შენიშვნა: აღნიშნული მიწის ბალანსი შედგენილია საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის მიერ დამტკიცებული ახმეტის რაიონის მატნის საბჭოთა მეურნეობის ტყის კორომთა გეგმის მიხედვით (მოწყობილია 1984 წელს).“;

ბ) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) წერტილი №7 – მდებარეობს მდ. კიტარისხევისა და მდ. ილტოს შესართავთან (980 მ.ზ.დ.). აქედან საზღვარი მიემართება სამხრეთ-დასავლეთით მდ. კიტარისხევისა და მდ. ქაშანთხევის წყალგამყოფზე, მთა მუხათგორამდე (1553.8 მ.ზ.დ.). შემდეგ საზღვარი მიემართება დასავლეთით კახეთის ქედამდე;“.

4. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ტურიზმის განვითარებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.“.

5. 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვას „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედებების საფუძველზე.“.

6. 46-ე–48-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადგილობრივი მართვა

1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადგილობრივი მართვა ხორციელდება ამ კანონის, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, სახელმწიფო ქონებით შექმნილი ადმინისტრაციების მეშვეობით.

2. ამ კანონით გათვალისწინებული დაცული ტერიტორიების მართვის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ქმნის 4 ადმინისტრაციას:

ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების;

ბ) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების;

გ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების;

დ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული ადმინისტრაცია არის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს ამ კანონისა და თავისი დებულების საფუძველზე და დამოუკიდებლად ახორციელებს შესაბამის დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა ღონისძიებებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ-რივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლით.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თითოეული ადმინისტრაციის დებულებას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

    მუხლი 47. ადმინისტრაციების მართვის სფერო, მიზნები და ფუნქციები

1. ადმინისტრაციების მართვის სფეროს შეადგენს შემდეგი დაცული ტერიტორიები:

ა) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა – თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და თუშეთის ეროვნული პარკი;

ბ) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა – ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი;

გ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი;

დ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისა – ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი, ტახტი-თეფას ბუნების ძეგლი და არწივის ხეობის ბუნების ძეგლი.

2. თუშეთის დაცულ ლანდშაფტს, ახმეტის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას, ლაგოდეხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და ვაშლოვანის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას მართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმების შესაბამისად.

3. ადმინისტრაციის მიზანია, საქართველოს კანონმდებლობისა და თავისი დებულების შესაბამისად განახორციელოს:

ა) დაცული ტერიტორიებისა და ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული რესურსების დაცვა და მართვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) დაცული ტერიტორიის შესაბამისი სამენეჯმენტო გეგმის შესრულება;

გ) ვიზიტორთა მომსახურება, საგანმანათლებლო საქმიანობის ჩათვლით;

დ) ეკოტურიზმისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განვითარება;

ე) დაცული ტერიტორიების მდგრადი გამოყენება;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავ-რობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ან/და კერძო პირებთან თანამშრომლობა;

ზ) დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში ტერიტორიისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენე-ბის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი;

თ) დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის შექმნა;

ი) დაცული ტერიტორიების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

კ) დებულებით განსაზღვრული სხვა მოქმედებები.

    მუხლი 48. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციის დებულებით მინიჭებულ ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს.

2. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ეკისრება წარმომადგენლობა და პერსონალური პასუხისმგებლობა თავისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის.

3. დირექტორს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.

4. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვისათვის.

5. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად იქმნება თუშეთის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები. თითოეული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო არის შესაბამისი ადმინისტრაციის საკონსულტაციო ორგანო, რომლის უფლება-მოვალეობები, მუშაობის წესი და რეგლამენტი განისაზღვრება შესაბამისი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულებით.

6. თითოეული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“.

7. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციების საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც მოიცავს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. ადმინისტრაციების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მას უფლება აქვს, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.“.

8. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     მუხლი 53. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ქონება და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა

1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად ადმინისტრაციას ფლობისა და სარგებლობის უფლებით, კანონით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. ადმინისტრაციის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი;

ე) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული კვლევითი, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, ტურისტული, სამეურნეო და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.

3. ადმინისტრაციამ მაკონტროლებელი ორგანოების თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. დაცული ტერიტორიების გასხვისება აკრძალულია.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.“.

9. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 54. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფიზიკური დაცვა

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფიზიკურ დაცვას ახორციელებენ შესაბამისი ადმინისტრაციები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.“.

10. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     მუხლი 58. ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენება და დაცვა თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენებისა და დაცვის მიზნით დგინდება ვიზიტორთა დასაშვები ლიმიტი. ვიზიტორთა დასაშვებ ლიმიტს, დაცული ტერიტო-რიის ეკოლოგიური ტევადობისა და ინფრასტრუქ-ტურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ადგენს შესაბამისი ადმინისტრაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან შეთანხმებით.“.

11. 59-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს „გარემოს დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები.“.

12. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 63. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2008 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შემდეგი ბრძანებები:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინის-ტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე;

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გამოცემისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებების დამტკიცებისა და საქმიანობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის №926 ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 27 აპრილი.

№4684_Iს