დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016168 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/08/2014 - 15/11/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანდართული დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ' სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 აპრილის №13 დადგენილება (სსმ,02/05/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016148). |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
4.
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
|
დანართი №1 |
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური |
1. გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია – სენაკი, ჭავჭავაძის ქ. №103. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება; ბ) ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას; გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის კოორდინაციას; დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათ თავშესაფრით უზრუნველყოფას; ზ) მუნიციპალიტტეის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას, ამ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვისა და მათ სოციალურ უფლებათა დაცვას; თ) სამზრუნველო დაწესებულებათა ქსელის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღოსიძიებების გატარების კოორდინაციას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების კოორდინაციას; დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვის კოორდინაციას ე) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ვ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ზ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; თ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვის კოორდინაციას; კ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; მიზნობრივი ჯგუფების (პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) საჭიროების შესწავლას, მოგვარების გზების ძიებას და სხვადასხვა ხასიათის დახმარების პროგრამების შემუშავებას; ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა აღრიცხვას, მათი სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) დევნილთა მოსახლეობის განცხადებების, წინადადებების, საჩივრების განხილვას, შესწავლას, კანონით დადგენილი შეღავათების მიღების ორგანიზების კოორდინაციას; ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დევნილთა დროებითი განსახლების ორგანიზების კოორდინაციას; დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას და მოწმობების გაცემის კამპანიის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობას; გ) დევნილთა პრობლემატური საკითხების წინადადებებისა და დასკვნების წარმოდგენას; დევნილთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის და საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლაში მონაწილეობას; სოციალური დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით კერძო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები