დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N1 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.105.016158 |
|
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N1 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ა.“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N1 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ს/ნ 010250040.35.105.016147, 18.07.2014 წ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება კერძოდ: |
1.
დებულების პირველ მუხლს დაემატოს მე–3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით: ,,საქართველო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო“, ,,GEORGIA. ZUGDIDI MUNICIPALITY” და საიდენტიფიკაციო კოდი.“ |
2.
დებულების 106–ე მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,, 4. საკრებულოს ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება ქვეყნდება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge), ხოლო „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ, ასევე, საკრებულოს ვებგვერდზე (www.zugdidi-sakrebulo.ge); 5. საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – საკრებულოს განკარგულება და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების ორგანიზაციულ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე www. zugdidi-sakrebulo.ge და საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თუ ამ რეგლამენტით უფრო მოკლე ვადა არ არის დადგენილი.” |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები