დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016166 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/08/2014 - 03/09/2014)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანდართული დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №5 დადგენილება (სსმ, 010211, 01/02/2011. სარეგისტრაციო კოდი:010260020.35.108.016025). |
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
4.
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
|
დანართი №1 |
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური |
1. გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლებისა და კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია სენაკი, ჭავჭავაძის ქ. №103.
|
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) განათლების განყოფილება; ბ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის/მერიის დებულების მე-13 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლებისა და კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო, მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; გ) წინადადებების შემუშავებას კულტურისა და განათლების დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; დ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარებას; ე) კომპეტენციის ფარგლებში კულტურის განვითარების ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით თანამშრომლობას შესაბამის სამსახურებთან; ზ) საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის, დაძმობილებულ ქალაქებთან, კულტურისა და კულტურული მემკვიდრეობის კუთხით, ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის განათლების განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და კოორდინაციას; ბ) განათლების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადებას და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; გ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; დ) წინადადებების შემუშავებას განათლების დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ე) გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები |
სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების წინადადებების მომზადებას, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას,შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; გ) წინადადებების შემუშავებას კულტურის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; დ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებათა ჩატარებას, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური და ხელოვნების სხვა დარგების ხელშეწყობას, ღონისძიებების დაგეგმვას; ე) კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზებას; ვ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას; ზ) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას; თ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები