დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.128.016167 |
|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №34 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 30/12/2013) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 დეკემბრის №34 დადგენილებაში. |
1.
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
მუხლი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
მუხლი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსულობები , გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
დადგენილების მესამე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
მუხლი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 8935.3 ათასი ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
დადგენილების მეექვსე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 899.0 ათასი ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
დადგენილების მეშვიდე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
მუხლი 7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები 6 374.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
დადგენილების მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
მუხლი 8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4712.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4723.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7.
დადგენილების მეცხრე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
მუხლი 9. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
8.
დადგენილების მეთორმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
მუხლი 12. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 44.3 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად.
|
9.
დადგენილების მეთხუთმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
მუხლი 15. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2014 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება შემდეგი ძირითადი პრიორიტეტები და პროგრამები ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. ბ) მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება 2. საგანგებო სიტუაციების მართვა ––336.6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 01) ა) გახშირებული სტიქიური, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, სახანძრო სამაშველო სამსახურის ოპერატიული და მობილური მოქმედების ხელშეწყობისათვის საჭიროა სამსახურის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების გაწევა. 3. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – 96.5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 03) ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით მათი რესპუბლიკის სამედიცინო–საექსპერტო კომისიაზე და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, ასევე საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში მობილიზებული წვევამდელების და რეზერვისტების ტრასპორტირება დისლოკაციის ადგილამდე. 4.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 4580.4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00) ა)მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და წარმოადგენს ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ხელშეწყობა. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 5.საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 3055.4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 01) ა)პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია და მოვლა–შენახვა. ასევე განხორციელდება საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა. ბ) მოსაფალტდება დაბის ქუჩები და სოფლის გზები. 6.კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 588.2 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) ა) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. გაგრძელდება სანიაღვრე არხების მოწესრიგება, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და დაბის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სასმელი წყლით უზრუნველოფის მიზნით მრიცხველების დამონტაჟება და მათ მიერ მოხმარებული წყლის –200 ლიტრის ფარგლებში საფასურის გადახდა. 7. სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების, დამბებისა და წყლის შემკრები ავზების მოწყობა – 10.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) ა) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში არსებული სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები. 8.დასუფთავების ღონისძიებები და მაწანწალა ძაღლების იზოლირება – 284.4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) ა)მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ამ პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, დაბის მოსახლეობის მაწანწალა ძაღლებისაგან დაცვა. ახლადშექმნილი წყალანირების ჯგუფის მიერ კანალიზაციის დაზიანებული წერტილების აღმოფხვრა–შეკეთება. დაფინანსდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯები. შეძენილი იქნება ნაგავმზილი 10 კუბური მეტრის ტევადობით და ჰიდრავლიკური წნეხით. 9 .წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 61.3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04) ა) ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დაბის მოსახლეობისათვის წყლის მრიცხველების დამონტაჟება და გადახდილი იქნება მათ მიერ დახარჯული 200 ლიტრის ოდენობის წყლის საფასური, პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფს დაბაში სასმელი წყლის 24 საათიანი გრაფიკით მომარაგებას. ბ) სოფლებში დამატებით განხორციელდება წყლის სისტემის მოწესრიგება. 10. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 203.6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) ა)მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება, ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, კერძოდ დაბაში სოლომონ მეფის, ცხრა აპრილის, გალაქტიონის, რ. დეკანოსიძის, რ. თაბუკაშვილის, ო. აბაშიძის, ა.წერეთლის, თ. ჭიპაშვილის, ე. ჭიპაშვილის, ი.ჭავჭავაძის, დ.გურამიშვილის, ი.გრიშაშვილის, დევდარიანის, გ.ნიორაძის, ა.კიკნაძის და ზ.გლუნჩაძის ქუჩებზე, ასევე სოფლებში დიდვაკე, ისლარი, ფარცხნალი, ნებოძირი, ლეღვანი, უბისა, მოლითსა და ბორითში არსებული ქსელის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება. განათდება ხარაგაული–საქარიქედის 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, ისლარი–ფარცხნალის 1 კილომეტრიანი გზა და ბორითი–მაქათუბნის გზა. 11. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 102.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 03) ა) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა.პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბაში არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, მწვანე ნარგავების მოვლა. სადღესასწაულო დღეებში დაბის ტერიტორიის გაფორმება და სხვა ღონისძიებები. ბ) კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრები დ ა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მოეწყობა უბისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია. 12. სოფლის მეურნეობის დაფინანსება – 30.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 05) ა) ამ პროგრამით დაფინანსდება მარტივი ტიპის სანერგე მეურნეობის მოწყობა სოფელ კიცხის ტერიტორიზე ვაზის ნამყენი ნერგების ცივი გამოყვანისათვის, რაც უზრუნველყოფს სამომავლოდ მევენახეობა–მეღვინოების დარგის აღორძინებასა და შემდგომ განვითარებას. 13. განათლება – 1557.9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 00) ა)მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, 2014 წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. ბ) სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას გ) აშენდება ახალი საბავშვო ბაღები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება საბავშვო ბაღების არსებულ შენობებს. 14. სკოლამდელი განათლების დაფინანსება – 1368.9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 01) ა) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. გაერთიანებაში ამჟამად შედის ცხრა საბავშვო ბაღი და უახლოეს პერიოდში ექსპლუატაციაში შევა კიდევ სამი საბავშვო ბაღი. ბ) აშენდება საბავშვო ბაღები სოფელ წყალაფორეთში და ხიარში და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბორითისა და ზვარის საბავშვო ბაღის შენობებს. 15. ზოგადი განათლების ხელშეწყობა – 88.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 02) ა)პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციაპლიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბორის საჯარო სკოლის პანსიონური მომსახურების დაფინანსება. პანსიონში სწავლობს 129 მოსწავლე და 22 სკოლამდელი ასაკის ბავშვი, ხოლო ღამეს ათევს უკიდურესად გაჭირვებული, ობოლი და ლტოლვილი 13 მოსწავლე, დაფინანსება ძირითადად ხმარდება ხელფასებს, ნაწილი კი კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას, კვებისა და მკურნალობის ხარჯებს მთლიანად აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციები ნატურალური სახით და აგრეთვე ანაზღაურებს სწავლის პერიოდში ელექტროენერგიის ხარჯებს. ბ) დახმარება გაეწევა დაბაში არსებულ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულირეო გიმნაზიას. 16. სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანება – 101. 0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 04 03) ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას. 17. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 1780.4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება 18. სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 476.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 01) ა) 2014 წელს გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, კერძოდ: მუნიციპალიტეტის პირველობა მოსწავლეთა შორის შაშში, ჭადრაკში, მკლავჭიდში, მინი ფეხბურთში უბნებსა და ორგანიზაციებს შორის, ნ.ახალკაცის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, თ. გიორგაძის ხსოვნის ტრუნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ბ. გოგნაძის ხსოვნის ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში,მუნიციპალიტეტის პირველობა მძლეოსნობაში მოსწავლეთა შორის. კალათბურთის ჩემპიონატის ჩატარება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ – ტერიტორიულ ერთეულებსა და სკოლებს შორის. რესპუბლიკური ტურნირების მოწყობა კარატეში, თავისუფალ ჭიდაობაში, ძიუდოში. მონაწილეობის მიღება სოფელ ვახანში მ. არევაძის სახელობის სახალხო დღესასწაულში. აგრეთვე მოხდება ხარაგაულის სასპორტო სკოლის, ,,საფეხბურთო კლუბ ,,ჩხერიმელა -2009“–ისა და სპორტულ–გამაჯანსაღებელი და შიდა ტურიზმის ცენტრის დაფინანსება
ა) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტებისა და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ორგანიზება. ბ) მოხდება რეაბილიტირებული კინო-თეატრის შენობის ექპლუატაციაში შესვლა.
ა) პროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული სხვადასხვა სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების დაფინანსება. 21. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება – 16.5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04) ა)პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ორგანიზება, პროექტი ,,მხიარული სტარტების“ ჩატარება. სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ლაშქრობების ორგანიზება, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ექსკურსიების ორგანიზება, პოეზიის საღამოს მოწყობა, საახალწლო ღონისძიებები, სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, დიდი სამამულო ომის მონაწილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ღონისძიება „ხარაგაულობა“-ს მოწყობა, სხვადასხვა შემსრულებლების მოწვევა. 22. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – 135.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 05 04) ა) პროგრამის ფარგლებში გათავლისწინებულია დაბაში მშენებარე საკათედრო ტაძრის სუბსიდირება. ასევე ფინანსური მხარდაჭერა გაეწევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა ეკლესია–მონასტრებს. 23. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 659.5 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 00) ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ბ) სოფელ წიფის ამბულატორიის მშენებლობაში თანადაფინანსება და სოფელ ზვარის ამბულატორიის რეაბილიტაცია. 24. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 112.8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 01) ა)პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)ი.პ. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: ბ)მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესების ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მასშტაბების, გავრცელების ხასიათისა და მათი სოციალ–ეკონომიკური მნიშვნელობის ყოველკვარტალურად შესწავლა; გ)ინფექციურ დაავადებათა შემთხვევების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა რეალიზება; დ) არაინფექციურ დაავადებათა გავრცელების მეთვალყურეობა სამოქმედო ტერიტორიაზე, ავადობის დინამიკაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება, სათანადო ინფორმაციის შეკრება, მოძიება, რეგისტრაცია, დამუშავება–ანალიზი და ანგარიშგება, მოსახლეობაში პროფილაქტიკურ–საგანმათლებლო სამუშაოების წარმოება. ე) მოსახლეობაში გრიპით ავადობის მონიტორინგი. მისი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება. ვ) პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროცესის დაგეგმავა, განხორციელების ორგანიზაცია, სამიზნე კონტიგენტების იმუნიზაციის მოცვის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება. მოსახლეობაში პროფილაქტიკურ–საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება. ზ)ჰელმინთოზების მიზანმიმართული სკრინინგული კვლევების საფუძველზე, პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება–გატარება და რეკომენდაციების მომზადება; თ) ცოფის გავრცელების სიტუაციური მართვის პროცესებზე სისტემატური მონიტორინგის წარმოება და სათანადო სამსახურების დროული ინფორმირება, ანტირაბიული კაბინეტის ფუნქციონირების ხელშეწყობა, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქტაჟი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების და სასწრაფო შეტყობინების არსებული წესების დაცვის შესახებ; ი) ანაფელოგენური წყალსატევების აღრიცხვა–პასპორტიზაცია და დაგამბუზირებული წყალსატევების გამოკვლევა და გადამტანის წყლის ფაზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება; კ) ანაფელოგენურ წყალსატევებში გამბუზიის მაქსიმალური გავრცელება; ლ) გადამტანის წყლის ფაზების აღმოჩენისას წყალსატევების დამუშავება ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებებით, სადაც შეუძლებელია გამბუზიის გავრცელება; მ) მცირე სანიტარულ ჰიდროტექნიკური სამუშაოების წყალსატევების გაწმენდა წყალმცენარეებისაგან, მათი დაშრობა; ნ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებები; ო) შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროპაგანდა; პ)სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა /ჰელმინთებით ინვაზირება, ფიზიკური განვითარება–ტანმდეგობა და სხვა/ რეკომენდაციების და წინადადებების პაკეტის მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ბავშვთა ორგანიზებული დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის და მოსახლეობისათვის; 25.სოციალური პროგრამები – 546.7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02) ა)პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარებას. სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 26. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა – 79.4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ა) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ა(ა)ი. პ "ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის" სუბსიდირება, რომელიც უზრუნველყოფს 60 ბენეფიციარის ყოველდღიურად ერთჯერად კვებას და სადღესასწაულო დღეებში კვების პროდუქტებით დახმარებას. 27. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა და ერთჯერადი ფულადი დახმარება – 365.7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ა) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება არაუმეტეს 700 ლარისა, ფინანსდება მედიკამენტებით დახმარება თითოეულზე 100 ლარი, ამასთან ამ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სადღესასწაულო დღეებში ომის ვეტერანების დასაჩუქრება წელიწადში ერთხელ 200 ლარით და ყოველთვიურად კომუნალური ხარჯების დაფარვა 25 ლარით, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულთა და უსინათლო მოქალაქეთა ფინანსური დახმარება წელიწადში ერთჯერ 100 ლარი, დიალიზით და ლეიკემიით დაავადებულ მოქალაქეთა ფინანსური დახმარება წელიწადში ერთხელ 500 ლარი, იმ ოჯახებს, რომელთა გარდაცვლილი წევრის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 10000 ქულას დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევათ 200 ლარი, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაჩუქრება სააღდგომოდ და საშობაოდ სასაჩუქრე პაკეტით. ბ) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებიც არიან დედ–მამით ობოლი, მარჩენალ დაკარგული მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე ოჯახებიდან, სწავლის საფასურის დაფინანსდება 80 პროცენტის ფარგლებში. გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 100 და მეტ წელს გადაცილებულ მოხუცებზე წელიწადში ერთჯერ გაიცემა – 200 ლარი. 28. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების ხარჯები –16. 0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ა) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს მიეცეს ერთჯერადი დახმარება შემდეგი ოდენობით: პირველ და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში 100 ლარი, მესამე ბავშვის შეძენის შემთხვევაში 300 ლარი, მეოთხე ბავშვის შეძენის შემთხვევაში 400 ლარი, მეხუთე ბავშვის შეძენის შემთხვევაში 500 ლარი და ყოველი მომდევნო მომდევნო ბავშვის დაბადებისას 800 ლარი. 29. გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯი – 3.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ა) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში) და სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); 30. სტიქიით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა – 82.6.0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) ა) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სტიქიური უბედურების (ხანძარი, მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი, მეწყერი და დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება. 31. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები – 804.8 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. |
10.
.დადგენილების მე–15 მუხლა დაემატოს 32 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,32. მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქცია –28.9 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03)“ ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხობრებელი ბინების რებილიტაცია. |
11.
დადგენილების მეთექვსმეტე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები