დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.108.016159 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
24
28/07/2014
ვებგვერდი, 01/08/2014
010250020.35.108.016159
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/08/2014 - 03/10/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის' 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები თანდართული სახით (დანართი №1 თან ერთვის). |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 ნოემბრის №51 დადგენილება - „სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ (გამოქვეყნების წყარო, თარიღი: ვებგვერდი 111124008,25/11/2011. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.108.016071). |
3.
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 14 ივლისის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
5.
დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
|
დანართი №1 |
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ |
1.
დამტკიცებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების (საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის და ა. შ.) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ლიმიტი (ზღვრული ოდენობა) – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
ა) პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. |
2.
დაევალოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ხარჯების ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისთვის გაითვალისწინოს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს კომისიების სხდომებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს წინა თვის 1 რიცხვიდან მიმდინარე თვის 1 რიცხვამდე არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს, არა უგვიანეს მიმდინარე თვის 1 რიცხვის (ან შემდგომი სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან. |
3.
დაევალოს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას - ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით უზრუნველყოს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა. |
2.
13/01/2015 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
1 -
ვებგვერდი, 16/01/2015
1.
03/10/2014 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
43 -
ვებგვერდი, 07/10/2014
დოკუმენტის ცვლილებები
2
მიღების თარიღი : 13/01/2015
გამოქ. თარიღი : 16/01/2015
დოკუმენტის ნომერი : 1
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
1
მიღების თარიღი : 03/10/2014
გამოქ. თარიღი : 07/10/2014
დოკუმენტის ნომერი : 43
„სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები