საოქმო განჩინება შპს „მშენებელი 2000“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
საოქმო განჩინება შპს „მშენებელი 2000“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1251
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 22/07/2014
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1251
22/07/2014
ვებგვერდი, 29/07/2014
საოქმო განჩინება შპს „მშენებელი 2000“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/1251

 

ს ა ო ქ მ ო  გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

2014 წლის 22 ივლისი

ქ. ქუთაისი

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე

 

  სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოწვეული იქნეს შპს ,,მშენებელი 2000’’-ის კრედიტორთა კრება 2014 წლის 4 აგვისტოს 15:00 საათზე. დღის წესრიგით - კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                                                                გენადი მაკარიძე