დადგენილებაში „თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დადგენილებაში „თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2/28
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016218
2/28
25/07/2014
ვებგვერდი, 31/07/2014
010250020.35.111.016218
დადგენილებაში „თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
 

  ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №2/28

2014 წლის 25 ივლისი

ქ. ფოთი

 

თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის

 

საკრებულომ დაადგინა:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში (ვებგვერდი, 10/03/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016195) ,,თვითმმართველ ქალაქ ფოთში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, კერძოდ:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“;

 2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის

 3. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამა  დანართ  №1-ის  შესაბამისად“;

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამა“.

 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის  პროგრამა მიზნად ისახავს სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპის და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების მონაწილე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში) სპორტსმენთა,   მწვრთნელთა,  ნაკრები გუნდების წახალისებას,   ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენებისათვის და მწვრთნელებისათვის  ერთჯერადი ფულადი  ჯილდოს  განსაზღვრას“.

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 1.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენში იგულისხმება ქალაქ ფოთში მოღვაწე, ქალაქ ფოთის სახელით მონაწილე, ასევე ქალაქ ფოთის მკვიდრი ან/და რეგისტრირებული სპორტსმენი, მწვრთნელი, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიურ, მსოფლიო, ევროპის, საერთაშორისო და სხვა  შეჯიბრებებზე.“.

7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,მუხლი 2.

   ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  მერის ბრძანების საფუძველზე, მწვრთნელების წახალისებისას ასევე შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნენ ის მწვრთნელები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შეჯიბრებებში, მაგრამ მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი  წარმატებული სპორტსმენების აღზრდაში.“.

8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 5

ოლიმპიური თამაშების და სხვა შეჯიბრებების მონაწილე (სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში) სპორტსმენთა, მწვრთნელთა, ნაკრები გუნდების  წასახალისებლად,  სპორტულ შეჯიბრებებზე მიღწეული შედეგების მიხედვით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე სპორტსმენებისთვის დაწესდეს შემდეგი  ერთჯერადი ფულადი  ჯილდო:

 ოლიმპიურ სახეობებში:

ა) ოლიმპიურ თამაშებში  (პირად-გუნდური) გამარჯვებულზე:  

ა.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 10 000 ლარი, მწვრთნელზე – 5000 ლარი;

ა.ბ) II  ადგილისათვის  სპორტსმენზე გაიცეს 7000 ლარი, მწვრთნელზე – 3500 ლარი;

ა.გ) III  ადგილისათვის  სპორტსმენზე გაიცეს  5000 ლარი, მწვრთნელზე – 2500 ლარი;

ა.დ) IV ადგილისათვის პორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე –  1000 ლარი.

ბ) მსოფლიო  ჩემპიონატში (დიდები, პირად-გუნდური) გამარჯვებულზე:

ბ.ა) I   ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  3000 ლარი, მწვრთნელზე – 1500 ლარი;

ბ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  2000 ლარი,  მწვრთნელზე – 1000 ლარი;

ბ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი.

 

გ) ევროპის ჩემპიონატში (პირად-გუნდური) გამარჯვებულზე: 

გ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი;

გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი;

გ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი.

 

დ) მსოფლიო  ჩემპიონატში (ახალგაზრდები, პირად-გუნდური) გამარჯვებულზე: 

დ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი;

დ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500  ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი;

დ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი.

                                                                                              

ე) ევროპის  ჩემპიონატში (ახალგაზრდები, პირად-გუნდური) გამარჯვებულზე:  

ე.ა) I   ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი;

ე.ბ) II   ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200  ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი;

ე.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი.

                                                                  

ვ) მსოფლიო  ჩემპიონატში (ჭაბუკები, პირად-გუნდური) გამარჯვებულზე: 

ვ.ა) I   ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი;

ვ.ბ) II   ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი;

ვ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  700 ლარი, მწვრთნელზე – 350 ლარი.

 

ზ) ევროპის  ჩემპიონატში (ჭაბუკები, პირად-გუნდური)  გამარჯვებულზე: 

ზ.ა) I   ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1000  ლარი,  მწვრთნელზე – 500 ლარი;

ზ.ბ) II   ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  600 ლარი, მწვრთნელზე – 300 ლარი;

ზ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  400 ლარი, მწვრთნელზე –  200 ლარი.

 

თ) მსოფლიო თასის გათამაშებებში – ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა (დიდები) გამარჯვებულზე:

თ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი;

თ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  2000 ლარი,  მწვრთნელზე – 1000 ლარი;

თ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1000  ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი.

 

ი) მსოფლიო ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში  (პირად-გუნდური) გამარჯვებულზე: 

ი.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე –  1000 ლარი;

ი.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი,  მწვრთნელზე – 750 ლარი;

ი.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი,  მწვრთნელზე – 500 ლარი.

 

კ) პარაოლიმპიურ თამაშებში (მსოფლიო თასი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი,პირად გუნდური) გამარჯვებულზე

კ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი;

კ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს   1800 ლარი, მწვრთნელზე – 900 ლარი;

კ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1400 ლარი,  მწვრთნელზე – 700 ლარი.

 

2. არაოლიმპიურ სახეობებში ჭიდაობა ,,სამბო’’  გამარჯვებულზე:

 

ა) მსოფლიო ჩემპიონატში (დიდები, პირად-გუნდური) გამარჯვებულზე: 

ა.ა) I   ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი;

ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი;

ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი.

 

ბ) ევროპის ჩემპიონატში (დიდები)  გამარჯვებულზე:    

ბ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  2000 ლარი, მწვრთნელზე –1000 ლარი;

ბ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1500 ლარი, მწვრთნელზე – 750  ლარი;.

ბ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1000 ლარი, მწვრთნელზე –  500 ლარი.

 

გ) მსოფლიო ჩემპიონატში (ახალგაზრდები) გამარჯვებულზე:

გ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1800 ლარი, მწვრთნელზე – 900 ლარი;

გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი;

გ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1000 ლარი, მწვრთნელზე –  500 ლარი.

 

დ) ევროპის ჩემპიონატში (ახალგაზრდები)  გამარჯვებულზე:  

დ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1500 ლარი, მწვრთნელზე –  750 ლარი;

დ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე –  600 ლარი;

დ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  800  ლარი, მწვრთნელზე –  400 ლარი.                                   

 

ე) მსოფლიო ჩემპიონატში (ჭაბუკები) გამარჯვებულზე: 

ე.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1400 ლარი, მწვრთნელზე – 700 ლარი;

ე.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1100 ლარი, მწვრთნელზე – 550 ლარი;

ე.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  700 ლარი, მწვრთნელზე – 300 ლარი.

 

ვ) ევროპის ჩემპიონატში (ჭაბუკები) გამარჯვებულზე: 

ვ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი;

ვ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი;

ვ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს   600  ლარი, მწვრთნელზე – 300 ლარი.

 

3. არაოლიმპიურ   სახეობებში  (წყალსათხილამურო სპორტი, რაგბი  (15 კაცი),  კარატე დო, ტაეკვონდო (ITF), ძალისმიერი სამჭიდი) გამარჯვებულზე:

ა) მსოფლიო ჩემპიონატში (დიდები)  გამარჯვებულზე:  

ა.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი;

ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000  ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი;

ა.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი, მწვრთნელზე – 400 ლარი.

 

ბ) ევროპის ჩემპიონატში  (დიდები)  გამარჯვებულზე: 

ბ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი;

ბ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 800 ლარი,  მწვრთნელზე – 400 ლარი;

ბ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 700 ლარი,  მწვრთნელზე – 350 ლარი.

 

გ) მსოფლიო ჩემპიონატში  (ახალგაზრდები) გამარჯვებულზე:

გ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს   1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი;

გ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს   1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი;

გ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს    800 ლარი,  მწვრთნელზე – 400 ლარი.

 

დ) ევროპის ჩემპიონატში  (ახალგაზდები) გამარჯვებულზე: 

დ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი;

დ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  800 ლარი,  მწვრთნელზე –  400 ლარი;

დ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  600  ლარი,  მწვრთნელზე –  300 ლარი.

 

ე) მსოფლიო ჩემპიონატში  (ჭაბუკები) გამარჯვებულზე: 

ე.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1000 ლარი,  მწვრთნელზე –  500 ლარი;

ე.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  800  ლარი,  მწვრთნელზე –   400 ლარი;

ე.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  700 ლარი, მწვრთნელზე –  350 ლარი.

 

ვ) ევროპის ჩემპიონატში (ჭაბუკები) გამარჯვებულზე:   

ვ.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი,  მწვრთნელზე-  500 ლარი;

ვ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  700 ლარი,  მწვრთნელზე-  350 ლარი;

ვ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  500  ლარი,  მწვრთნელზე- 250 ლარი.

4. საქართველოს ჩემპიონატში სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში (დიდები) გამარჯვებულზე:

 ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს   500 ლარი,  მწვრთნელზე –   250 ლარი.                                                

 

5. საქართველოს ჩემპიონატში სპორტის გუნდურ  სახეობებში (ხელბურთი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი) გამარჯვებულზე: 

 ა) Iადგილისთვის გუნდზე გაიცეს (უფლებამოსილ პირზე) – 2000ლარი, მწვრთნელზე – 100   ლარი;                                   

ბ) II  ადგილისთვის გუნდზე გაიცეს (უფლებამოსილ პირზე) – 1600  ლარი, მწვრთნელზე – 800 ლარი;

გ) III ადგილისთვის  გუნდზე გაიცეს (უფლებამოსილ პირზე) –1200 ლარი, მწვრთნელზე – 600 ლარი.

 6. ჭადრაკში:

ა) საჭადრაკო ოლიმპიადაში  (პირად გუნდური) გამარჯვებულზე:

ა.ა) I ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს   7000 ლარი, მწვრთნელზე – 3500 ლარი;

ა.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს   6000 ლარი, მწვრთნელზე – 3000 ლარი;

ა.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს   5000 ლარი,  მწვრთნელზე – 2500 ლარი;

ა.დ) IV ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს    4000 ლარი,  მწვრთნელზე – 2000 ლარი.

ბ) მსოფლიო ჩემპიონატში (დიდები) გამარჯვებულზე:   

ბ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 3000 ლარი, მწვრთნელზე- 1500 ლარი;

ბ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 2000 ლარი, მწვრთნელზე –1000 ლარი;

ბ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი.

 

გ) ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულზე: 

გ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  2500 ლარი, მწვრთნელზე – 1250 ლარი;

გ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  2000 ლარი,  მწვრთნელზე – 1000 ლარი;

გ.გ) III ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1000 ლარი,  მწვრთნელზ ე– 500 ლარი.

 

დ) მსოფლიო ჩემპიონატში (20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში) გამარჯვებულზე:

დ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  2000  ლარი, მწვრთნელზე – 1000 ლარი;

დ.ბ) II ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი;

დ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი

 

ე) ევროპის ჩემპიონატში (20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში) გამარჯვებულზე:

ე.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1800 ლარი, მწვრთნელზე – 900 ლარი;

ე.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1200 ლარი, მწვრთნელზე –  600 ლარი;

ე.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 900 ლარი, მწვრთნელზე –  450 ლარი.

 

ვ) მსოფლიო ჩემპიონატში (16–18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში) გამარჯვებულზე:

ვ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1500 ლარი, მწვრთნელზე – 750 ლარი;  

ვ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1000 ლარი, მწვრთნელზე – 500 ლარი;

ვ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 700 ლარი, მწვრთნელზე – 350 ლარი.

 

ზ) ევროპის ჩემპიონატში (16–18 წლამდე  ასაკობრივ ჯგუფში)გამარჯვებულზე:

ზ.ა) I  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს 1400 ლარი, მწვრთნელზე –  700 ლარი;

ზ.ბ) II  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  900 ლარი, მწვრთნელზე – 450 ლარი;

ზ.გ) III  ადგილისთვის სპორტსმენზე გაიცეს  600 ლარი, მწვრთნელზე –  300 ლარი“;

 

9.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6.

დაჯილდოებასთან დაკავშირებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს ამზადებს და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული“.                                                                                                                                     

10.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 7.

დაჯილდოებასთან დაკავშირებით გამოიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ხარჩილავა