„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4604
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 11, 10/04/2007
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.05.001.002.796
  • Word
4604
30/03/2007
სსმ, 11, 10/04/2007
310.150.000.05.001.002.796
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №36, 2000 წელი, მუხ. 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საძიებო-სამაშველო კოორდინატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც საძიებო-სამაშველო რაიონში ხელმძღვანელობს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას, საძიებო და სამაშველო სამუშაოებს;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი (შემდგომში – სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი) – საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის პასუხისმგებელი ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული;“.

2. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ოპერატიულ შტაბში შედიან უმაღლესი საზღვაო განათლებისა და შორეული ნაოსნობის გემებზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟის მქონე მოწვეული საზღვაო სპეციალისტები.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი.“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრისა და სამოქალაქო ავიაციის ავარიული სამაშველო სამსახურის მოქმედებათა კოორდინაცია

სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი და სამოქალაქო ავიაციის ავარიული სამაშველო სამსახური ვალდებული არიან საძიებო-სამაშველო ოპერაციების წარმატებით ჩატარების მიზნით უზრუნველყონ თავიანთი მოქმედებების კოორდინაცია.“.

6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ვალდებული არიან დანიშნონ ბუქსირის, სამხედრო გემისა და საჰაერო ხომალდის მუდმივი მორიგეობა, რომლებიც 30 წუთში მზად იქნებიან საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. საძიებო-სამაშველო ოპერაციების გეგმების დროულად კორექტირების მიზნით მათი მორიგეობის განრიგის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად გადაეცემა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 30 მარტი.

№4604–Iს