დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/27 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016217 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/07/2014 - 24/12/2014)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა, დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 28 ივლისის №13/59 დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” (სსმ, 110729031,03/08/2011 კოდი 010250020.35.111.016101). |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
|
მუხლი 1.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) |
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2.
საკრებულოს წევრებისთვის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისთვის ხარჯების ანაზღაურება |
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე. |
2.
ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ანაზღაურება განხორციელდება საკრებულოს წევრის მიერ ფაქტიურად განხილული საკითხების რაოდენობის პროპორციულად. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით და მომდევნო თვის დასაწყისში წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. |
მუხლი 3.
საკრებულოს წევრებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება |
1.
საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯების კონკრეტული ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია ამომრჩევლებთან შეხვედრასთან, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაწესებული ლიმიტების ფარგლებში.
|
2.
თუ საკრებულოს წევრის მიერ ფაქტობრივად გაწეული დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ოდენობას, საკრებულოს აპარატის უფროსი შეიმუშავებს საკრებულოს განკარგულების პროექტს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტად ხარჯების ანაზღაურების თაობაზე და საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მას წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. საკრებულო, დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, განკარგულებას იღებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე. საკრებულოს წევრს შესაბამისი ანაზღაურება უნდა მიეცეს დაუყოვნებლივ, ამ დადგენილების მე-4 მუხლის გათვალისწინებით. |
მუხლი 4.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა ყოველთვიურად საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით უზრუნველყოს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
|
დანართი №2
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა
|
შენიშვნა: ამ მუხლში მითითებული ანაზღაურების განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები