„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016660
226
28/07/2014
ვებგვერდი, 29/07/2014
200090000.22.033.016660
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №226

2014 წლის  28 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლს მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 392 მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დაუბეგრავი მინიმუმის მიზნისათვის, დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მე-8 გრაფაში („დაკავებული გადასახადი“) ასახული თანხების ჯამი უდარდება შესაბამისი საანგარიშო თვეების გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში მითითებულ (დეკლარაციის დანართი „ა“) წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის თანხას; სხვაობის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შესაბამისი დამქირავებლის დაქირავებულ პირს უარი უთხრას დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნებაზე. აღნიშნული შედარება არ ეხება იმ გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმართ შესადარებელ პერიოდზე მიმდინარეობს/ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და ზემოაღნიშნულ თანხებს შორის სხვაობის აღმოფხვრა იწვევს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას.“;

ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. საგადახდო დავალება მზადდება საგადახდო დავალების მომზადების დღისთვის საგადასახადო ორგანოში არსებული დამქირავებლის მიერ წარდგენილი შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის (მათ შორის დაზუსტებული ინფორმაციის) და პირის საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით.“.

2. დანართი №II-08ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

                   „დანართი №II-085

დეკლარაცია

დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ

 

დეკლარაციის ტიპი                 პირველადი                      დაზუსტებული


    თანახმა ვარ შემოსავლების სამსახურმა ბანკიდან  მიიღოს ინფორმაცია ჩემი საბანკო ანგარიშების შესახებ* (აღნიშნული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაუბეგრავი მინიმუმის საკითხთან დაკავშირებით).

 

ფიზიკური პირის სახელი და გვარი      _________________________________________________

 

პირადი ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                       

 

 

ფიზიკური პირის მისამართი __________________________________________________________  

 

 საკონტაქტო მონაცემები:             მობილური ტელ:              

 

                                                   

 

 

                                                 ელ. ფოსტა       ________________________   

 

დაუბეგრავი მინიმუმის მიღების  კალენდარული  წელი   ------------

 

ბანკის დასახელება  _________________________________________________________________

 

ანგარიშის ნომერი   

 

 

 

 

 

                                              დეკლარირებული თანხა

 

პირის დავალიანების გათვალისწინებით დაბრუნებას ექვემდებარება 

 

 

 

 

 

  • დეკლარაციაში მითითებული დასაბრუნებელი თანხის ოდენობა  შესაძლებელია შეიცვალოს საგადახდო დავალების მომზადების დღისათვის პირის საგადასახადო დავალიანებისა და დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოში შესაბამისი საანგარიშო პერიოდის განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით.

თარიღი: „__“  „____________“  20    წელი“

          * შენიშვნა: აღნიშნული უჯრის შევსება   სავალდებულოა.  აღნიშნეთ „V“ ნიშნით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური