„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-N1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-N1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 234
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.016662
234
04/08/2014
ვებგვერდი, 04/08/2014
010040000.22.033.016662
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-N1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-N1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №234/№579

2014 წლის 4 აგვისტო - 1 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:

მუხლი 1
,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის (შემდგომში – საზღვარი) გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის, ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის წესებს, კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საგადასახადო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ შორის თანაშრომლობის წესებს.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4

სასაზღვრო გამტარ პუნქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელთა მიერ:

ა) მოწმდება წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

ბ) ხდება პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება;

გ) ტარდება პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ღონისძიებები (აუცილებლობის შემთხვევაში);

დ) ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნები სამგზავრო დოკუმენტებში და ამ მიზნით დაისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით „შემოსვლა“ ან „გასვლა“, ხოლო მითითებული აღნიშვნების გაუქმების შემთხვევაში, აღნიშვნა – „ანულირებულია“. ანულირების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის მიზნით ეცნობოს სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფს;

ე) სამგზავრო დოკუმენტების მონაცემები შეიტანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ვ) საქართველოს ვიზის არქონის შემთხვევაში მოწმდება უცხოელის მოწვევის საფუძველი (საქართველოს მოქალაქის, საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლასა და მგზავრობის მიზანზე), ხორციელდება საქართველოში შემოსასვლელი ვიზის გაცემა და საქართველოს ორდინალური ვიზის ბაჟის გადახდევინება;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება უცხოელთა მიმართ იძულების ღონისძიებების გატარება, ადმინისტრაციული დაკავებისა და უცხოელთა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებები;

თ) ხორციელდება პირის მიერ თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;

ი) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები;

კ) მიიღება გადაწყვეტილება საზღვრის გადაკვეთაზე კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

 

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

1. ამ წესის მე-4–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს ურთიერთშეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებს შორის ფუნქციური ურთიერთდახმარება.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ფიზიკურ პირთა მიმართ საპასპორტო კონტროლის ან/და ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის განხორციელების პროცესში მიღებული და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიმდინარე რეჟიმში მიწოდებას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის.“.

 

4. მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით  გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში:

ა) საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი:

ა.ა) ახორციელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის გარდა) ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტების დამოწმებას დამღით: „აყვანილია კონტროლზე“, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით;

ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირს გადასცემს სატრანზიტო ან შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშანს და შესაბამის ინფორმაციას აღრიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;

ა.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელ პირებზე გასაცემ სატრანზიტო და შიდა ტრანზიტულ სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იღებს (იბარებს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (შემდგომში – სააგენტო);

ა.დ) უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს (აბარებს) სააგენტოს;

ბ)  გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი  ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ კონოსამენტში არსებულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში აღრიცხავს გადამზიდველის მიერ ელექტრონულად მიწოდებული მონაცემების საფუძველზე.“.

 

5. მე-14 მუხლის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:

მუხლი 15

ამ წესის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან აღნიშნული ინფორმაცია გამჟღავნებისაგან ან არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებისაგან. პასუხისმგებლობა ასეთი სახის ინფორმაციის გამჟღავნების ან გამოყენებისათვის დგება კანონით განსაზღვრული წესით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე