„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 220090000.22.033.016658
224
28/07/2014
ვებგვერდი, 29/07/2014
220090000.22.033.016658
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №224

2014 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის  შერჩევისა  და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 84-ე მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. 2012 წლის 1 თებერვლიდან  2015 წლის 1 იანვრამდე, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური ან გარე გადახდისა და მონაცემთა აღრიცხვის ერთიან ტერმინალთან ინტეგრირებული სისტემური საკონტროლო-სალარო აპარატებით.“.

2. მე-3-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. 2015 წლის 1 იანვრიდან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულების მქონე პირების მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ GPRS და crypto- ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებით.

4. პირი ვალდებულია 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მის სახელზე რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში შეტანილი სსა-ის მოდელების (გარდა GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური საკონტროლო-სალარო აპარატებისა) რეგისტრაციიდან მოხსნა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით რეგისტრაციიდან მოხსნას დაქვემდებარებული საკონტროლო-სალარო აპარატები 2015 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალოს დაკარგულად, მიენიჭოს დაკარგულის სტატუსი და გავრცელდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია.“.

3. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 და 52 პუნქტები შემდეგი რედაქციით:     

,,51.  ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები არ ვრცელდება იმ  პირზე, რომელსაც  2012   წლის  1 იანვრდან 2014 წლის 1 აგვისტომდე საგადასახადო ორგანოში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის  ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც   წარდგენილი  საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას).

 52. იმ პირებზე რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის 51 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, 2014 წლის 1 აგვისტოდან ჩაითვალოს რეგისტრაციიდან მოხსნილად.”.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს  2014 წლის 1 აგვისტოდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური