დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/11/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.106.016117 |
|
„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 165-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №18 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 6.06.2012 წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 330130000.35.106.016067) შეტანილ იქნეს და ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის: |
ა)
მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სანებართვო მოწმობის ფორმების შევსებას სამსახური აწარმოებს სანებართვო მოწმობის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის მეშვეობით, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე.“. |
ბ)
მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სანებართვო მოწმობას გასცემს სამსახური, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების საფუძველზე შევსებულ სანებართვო მოწმობაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერისა და სანებართვო მოწმობის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში სათანადო მონაცემების შეტანის შემდგომ.“. |
გ)
დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს მე-9 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადაქციით:
„მუხლი 9. გარდამავალი დებულებები 1. „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის №18 დადგენილებით დამტკიცებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ დადგენილებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახლის დამზადებამდე. 2. დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ამ დადგენილებით განხორციელებული ცვლილების შესაბამისი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ახალი ფორმის ნიმუშის მომზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საკრებულოში დასამტკიცებლად წარმოდგენა.“ |
2.
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები