„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 94/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 15/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016829
94/ნ
28/07/2014
ვებგვერდი, 29/07/2014
430010000.22.022.016829
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის N155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №94/ნ

2014 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 24-ე მუხლის საფუძველზე

ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №155 ბრძანებაში (www.mwtsne.gov.ge, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016675) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ც“ ქვეპუნქტი:

,,ც) სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე თანხმობის გაცემა. სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, სკოლის დირექტორის  შვებულებიდან გამოძახებაზე გადაწყვეტილების მიღება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2013 წლის 11 ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე