დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016656 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებით (ვებგვერდი, 05.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.033.016585) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის, საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ I და IV თავების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილების „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – შემოსავლების სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანების ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის №340 ბრძანების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;“.
2. 45-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook), Internet-ის ცოდნა, სასურველია ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ვ) უცხო ენის (მათ შორის, აუცილებელია ინგლისური ენის) ცოდნა.“;
ბ) მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft office Outlook), Internet-ის, სასურველია ასევე სპეციალიზებული პროგრამების (ვალის მართვის სისტემა, DMFAS, eDMS, eBudget, eTreasury) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; ვ) უცხო ენის (მათ შორის, აუცილებელია ინგლისური ენის) ცოდნა.“;
გ) მე-4 პუნქტის: გ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უცხო ენის (მათ შორის, აუცილებელია ინგლისური ენის) ცოდნა.“.
3. 49-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;“;
გ) მე-3 პუნქტის „გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;“;
დ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;“.
4. მე-60 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს კანონის „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“, საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 აპრილის №312 დადგენილების „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;“.
5. 61-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს კანონის „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“, საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 აპრილის №312 დადგენილების „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების ცოდნა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები