„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.169.016171
25
24/07/2014
ვებგვერდი, 30/07/2014
010250020.35.169.016171
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2014 წლის 24 ივლისი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:


მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) მე-11  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი11.   გამგეობის სამსახურები

1. გამგეობის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.

2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და გამგებლის  ცალკეული დავალებების შესაბამისად.

3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

4. გამგეობის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა სამსახური;

გ) ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური;

დ) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

ე) შიდა აუდიტის სამსახური;

ვ) იურიდიული სამსახური;

ზ) ზედამხედველობის სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

ი) სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური; (სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფუნქციონირებს ლიკვიდაციის რეჟიმში).

5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“.

 ბ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი12.  გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები

1. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებისათვის მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, ადგოლობრივი არქივისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.

 2. ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის,  სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) თვითმმართველ ერთეულში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ყოველწლიური სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და მისი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სტატისტიკის წარმოება, მუნიციპალური ქონების, დოკუმენტების, ქონებრივი და სხვა უფლებების აღრიცხვა;

გ) თვითმმართველი ერთეულის სივრცითი-ტერიტორიული მოწყობისა და დასახლების დაგეგმარება, მშენებლობის კოორდინაცია და ზედამხედველობა სამშენებლო ნორმების დაცვაზე;

დ) მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების რეგულირება;

ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების ორგანიზება;

ვ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაცია, მართვა და ეფექტური გამოყენება;

ზ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა, მართვა და მათი რაციონალური გამოყენება; კონტროლი გარემოს მდგომარეობაზე; გარემოს ბუნებრივი წონასწორობასა და დაცვითი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება.

 3. საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

 თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვი­ზი­რე­ბა. „სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის გეგ­მე­ბი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში მათ­ში გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტე­ბის შედ­გე­ნა, და­სამ­ტკი­ცებ­ლად მა­თი წარ­დგე­ნა; დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი შეს­ყიდ­ვის წლი­უ­რი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­ულ­ის­თვის სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ე­ბა. ჯანმრთელობისა, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

4. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

5. შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება.

6. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:

გამ­გე­ობ­ის სა­მარ­თლებ­რივი მომ­სა­ხუ­რე­ობა, გამ­გე­ობ­ი­სა ინ­ტე­რე­სე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვა ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში. აგ­რეთ­ვე, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნო­ებ­თან, ფი­ზი­კურ და იურ­იდ­ი­ულ პი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, სამ­სა­ხურ­ში შე­მო­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის, წე­რი­ლე­ბი­სა და მო­მარ­თვე­ბის გან­ხილ­ვა; გამ­გე­ობ­ის იურ­იდ­ი­უ­ლი კონ­სულ­ტი­რე­ბა და სა­მარ­თლებ­რი­ვი დას­კვნე­ბის მომ­ზა­დე­ბა, გამ­გე­ობ­ა­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის პრო­ექ­ტე­ბის, გა­რი­გე­ბე­ბის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მე­ბი­სა და სხვა დო­კუ­მენ­ტე­ბის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და მათი ვიზირება.

7. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ზედამხვედელობის განხორციელება თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე; მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;

ბ) ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მოწყობის, კეთილმოწყობის, დასუფთავების, კომუნალური მომსახურების ორგანიზებაზე. საბინაო-კომუნალური მეურნეობის და კეთილმოწყობის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

გ) ზედამხედველობა ქ. დედოფლისწყაროსა და სოფლების იერსახეზე, გარე რეკლამის განვითარებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, საგზაო მეურნეობის სფეროზე. ტრანსპორტის, საგზაო მეურნეობის, ვაჭრობის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციაში შემავალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება.

8. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების უზრუნველყოფა.

9. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა. (სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფუნქციონირებს ლიკვიდაციის რეჟიმში).

10. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები.".

გ)  ამოღებულ იქნეს:

„თავი VIII. გამგეობის რეორგანიზაციის წესი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზვიად ჯავახიშვილი