აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 25/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.057.016179
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
23/07/2014
ვებგვერდი, 24/07/2014
010320040.32.057.016179
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/07/2014 - 23/03/2016)

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №26

2014 წლის 23 ივლისი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

1.  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, თანახმად დანართისა. 
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე



 დანართი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული

თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

და საკონკურსო თემატიკა


მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დე­პარ­ტამენტის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კან­დი­დატებისათვის დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი).

2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონი;

ი) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონი;

კ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ლ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამ­ტკი­ცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილება;

მ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.


მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი).

2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონი;

თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამო­სილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ი) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის კანონი;

კ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მო­სი­ლე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ლ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;

მ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამ­ტკი­ცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპ­რი­ლის №42 დადგენილება.