„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016277
48
23/07/2014
ვებგვერდი, 24/07/2014
010250050.35.143.016277
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2014 წლის 23 ივლისი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების  შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 15 ივლისის №36 დადგენილებაში (სსმ, 17.07.2014;  010250050.35.143.016265) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1.  ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე და არის ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღასრულებს ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებს“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,რ“  და   ,,ქ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,რ) სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“  533, 55-ე, 552,  553, 1191, 1271 მუხლის მე-5 პუნქტის, 145-ე, 1461,  148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4  პუნქტების, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის 1 და 2 პუნქტების ,,152-ე 1522, 1534, 159-ე, 1591, 1792 მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე და/ან უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა“.  

,,ქ) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი მონაცემები; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6  მუხლის ,,მ“  ქვეპუნქტი   ამოღებული იქნეს.

მუხლი 2
ეს  დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე