„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.143.016274
45
23/07/2014
ვებგვერდი, 24/07/2014
010260020.35.143.016274
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №45

2014 წლის 23 ივლისი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის   დებულების დამტკიცების  შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 15 ივლისის №39 დადგენილებაში (სსმ, 17.07.2014, 010260020.35.143.016268) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-2  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2.   სამსახურის  სტრუქტურა  

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9  მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-4 და მე-5  მუხლები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს  დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე