„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016273
44
23/07/2014
ვებგვერდი, 24/07/2014
010250020.35.143.016273
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №44

2014 წლის 23 ივლისი

ქ. ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკური განვითარების სამსახურის  დებულების დამტკიცების  შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 15 ივლისის №35 დადგენილებაში (სსმ, 17.07.2014;  010250020.35.143.016264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2  მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,დ) სახელმწიფო და  მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის  განყოფილება“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6  მუხლი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6.  სახელმწიფო  და  მუნიციპალური  პროგრამების  უზრუნველყოფის  განყოფილება

სახელმწიფო  და  მუნიციპალური პროგრამების  უზრუნველყოფის  განყოფილება დადგენილი  წესით უზრუნველყოფს:

ა)   სახელმწიფო  და  მუნიციპალური პროგრამების  მხარდაჭერისა  და სხვა პროგრამების   განხორციელების უზრუნველყოფას;

ბ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას“.

მუხლი 2
ეს  დადგენილება ძალაში  შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე