„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016271
42
23/07/2014
ვებგვერდი, 24/07/2014
010250050.35.143.016271
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2014 წლის 23 ივლისი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 15 ივლისის №30  დადგენილებაში (სსმ, 17.07.2014 010250050.35.143.016257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-12  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,1. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის  საქმისწარმოების,  შესყიდვების, საბუღალტრო მომსახურების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის   საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-12  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,3. ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების,  სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, სახელმწიფო  და  მუნიციპალური პროგრამების  მხარდაჭერისა  და სხვა პროგრამების   განხორციელების უზრუნველყოფა“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული  დებულების  მე-14   მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს   დადგენილება   ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე