ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 05/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016018
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
22/07/2014
ვებგვერდი, 24/07/2014
010250050.35.173.016018
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/07/2014 - 30/01/2015)

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2014 წლის 22 ივლისი

ქ. ახალციხე

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის  დებულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე



ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. სახანძრო-სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალა ახალციხის მუნიციპალიტეტისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვის და საავარიო-სამაშველო საქმიანობის განხორციელებას - ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტი­ტუციის, „ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახანძრო უსაფრთხოე­ბის შესახებ“, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის გავლის წესს ამტკიცებს ქალა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.

4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას თანამშრომლები სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.

5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯზე.

6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

7. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება ქალაქ ახალციის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით.


მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით  უზრუნველყოფს ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე  სახანძრო, სამაშველო-საავარიო საქმინობის განხორციელებას. ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას, კერძოდ:

ა) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება;

ბ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანა­ყოფ­ების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზად­ყოფ­ნის უზრუნველყოფა;

გ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას: საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, სარკინიგზო ტრანსპორტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე.

დ) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზებას და განხორციელებას;

ე) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენას;

ვ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას, ასევე საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში;

ზ) სახანძრო დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას, სახანძრო დაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;

თ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობისათვის არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეფექტურად გამოყენებისათვის საჭირო პირობების შექმნას;

ი) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზებას, შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან წყალმომარაგების, კავშირგაბმულობისა და სხვა სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფას, აგრეთვე  სამსახურის ტექნიკის შეუზღუდავი მოძრაობისათვის ზომების მიღებას;

კ) მუნიციპალურ სამსახურებთან და სხვა ორგანიზაციებთან უსაფრთხოებისათვის საჭირო საერთო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას;

ლ) საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-სამაშველო-ტაქტიკურ სწავლებებში;

მ) სახანძრო-სამაშველო დაცვის ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა-კონტროლს, სამსახურის პირადი შემადგენლობის თანამდებობების პირების პროფესიულ მომზადებას, ტაქტიკური სწავლებების, შეკრებების, ტრენინგების ჩატარებას;

ნ) შეიმუშავებს დიდი ხანძრებისა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებებს, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ხანძარზე გასვლის განრიგსა და  გეგმას, რომელიც თანხმდება ადგილობრივი თვითმმართველობასთან;

ო) დადგენილი წესით სამსახურის საქმისწარმოებას, გამოძახებათა რეგისტრაციას, ხანძრის ჩაქრობის შტატგარეშე ოპერატიული შტატების შექმნას;

პ) სამსახურის ტექნიკური საშუალებების მუდმივ მზადყოფნას, გაუმართაობების ოპერატიულად  აღმოფხვრას, ტექნიკის მოვლა-პატრონობის კონტროლს, სხვადასხვა სახის ინვენტარის მორიგე ცვლებისათვის გადაბარების წესების დაცვას, სახანძრო-სამაშველო-სამწყობრო მომზადების ნორმატივების შესრულებისათვის ზომების მიღებას;

ჟ) გასვლაში მყოფ სამსახურის ავტომობილებზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შენახვისა და მოვლის წესების  კონტროლს;

რ) მასობრივი უწესრიგობის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებში სამსახური მონაწილეობს მისი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ ხანძრის კერის ჩასაქრობად;

ს) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტექნიკის წესების შესრულების პირადი შემადგენლობის მიერ კონტროლს, დანაყოფის გასვლას რაიონში, ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი აფეთქებასაშიში თუ ხანძარსაშიში ობიექტების განლაგების, წყალმომარაგების, გასასვლელების,  ქუჩების შემოვლითი გზების და სხვა მახასიათებლების ცოდნის კონტროლს;

2. სამსახური ჩართულია საქართველოს ტერიტორიაზე და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო დაცვის ძალებისა და საშუალებების გამოყენების ურთიერთდახმარების შეთანხმებაში.

3. ხანძრის ჩაქრობის დროს სამსახურის პირადმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს ზომები ნივთიერი მტკიცებულებების შესანარჩუნებლად და ქონების დასაცავად.

4. მოქმედი კანონმდებლობით და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 


მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და მოხელეთა უფლება მოვალეობები
1. სამსახური შედგება:

ა). სამსახურის უფროსი;

ბ)  მთავარი სპეციალისტი;

გ) მთავარი სპეციალისტი-სახანძრო ზედამხედველობის დარგში;                      

დ) მთავარი სპეციალისტი-ვალეს სახანძრო რაზმის უფროსი;                                

ე) წამყვანი სპეციალისტი სამსახურის საქმის წარმოების დარგში.                     

ვ) წამყვანი სპეციალისტი-მორიგე ცვლის უფროსი ახალციხეში;                      

ზ) წამყვანი სპეციალისტი-ათეულის მეთაური ვალეში;                                       

თ) სპეციალისტი- მეელსმენე  (დისპეჩერი);                                                                

ი) სპეციალისტი მძღოლი-მექანიკოსი;                                                                          

კ) სპეციალისტი მძღოლი;                                                                                                 

ლ) სპეციალისტი მეხანძრე-მაშველი“.       

2. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და  დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, რომელსაც ''საჯარო სამსახურის შესახებ''  საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.

3. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა)  ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ვ) ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წიდადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას, აწარმოებს მათ პირად მიღებას;

ზ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და წარუდგენს გამგებელს მათ სარეალიზაციოდ;

თ) აანალიზებს ხანძრებზე სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად;

ი) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;

კ) ახორციელებს კანონმდებლობით, გამგეობის დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

  1. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორცილებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე არსებითი რანგის შესაბამისად.
  2. სამსახურის მოხელე ვალდებულია:

ა)  მზად იყოს საგანგებო სიტუაციის სალიკ­ვი­დაციო სამუშაოების ჩასატარებლად, სრულყოს თავისი ფი­ზი­­კური, თეორიული, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომ­ზა­დება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს დახ­მა­რე­ბა განსაცდელში მყოფ ადამიანებს;

გ) განახორციელოს დაზარალებულთა მოძიება, მიიღოს ზო­მები მათ გადასარჩენად, აღმოუჩინოს მათ პირველადი და სხვა სახის დახმარება;

დ) სახანძრო-სამაშველო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სა­მუ­შაოების ჩატარებისას დაიცვას სამაშველო სამუშაოების ჩა­ტა­რების ტექნოლოგია, შეასრულოს ხელ­მძღვანელობის ბრძანებები;

ე) მოსახლეობას განუმარტოს უსაფრთხოების მოთ­ხოვ­ნე­ბი სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით და გართულების შემთხვევაში - აუცილებელი  მოქმედების თანმიმ­­დევრობის შესახებ;

ვ) დაიცვას უსაფრთხოების წესები სამუშაოთა შესრულ­ებ­ისას;

ზ) შეასრულოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მო­ვალ­ეობები.

  1. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს:

ა) გამოძახების შემთხვევაში, სპეციალურ ტექნიკასა და მან­ქა­ნებზე გამოიყენონ ხმოვანი სიგნალები და ციმციმა:

ბ) მინიჭებული უფლებების ფარგლებში და კანონ­მდებ­ლო­ბით დადგენილი წესით მიიღოს მთლიანი და უტყუარი ინ­ფორ­მაცია, რომელიც აუცილებელია მისი მოვალეობის შესას­რუ­ლებლად;

გ) დაუბრკოლებლად შევიდეს  სამრეწველო ობიექტსა და ტე­რიტორიაზე, საცხოვრებელ შენობაში სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად;

დ) მოსთხოვოს საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფ ყვე­ლა პირს უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვა;

ე) აღიჭურვოს სამაშველო სამუშაოების წარმოებისათვის სა­ჭირო ტექნოლოგიის შესაბამისად;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადამი­ან­თა გადარჩენის უზრუნველსაყოფად, გამოიყენოს კავშირ­გაბ­მუ­ლო­ბისა და სატრანსპორტო საშუალებები, სხვადასხვა ორ­განიზაციის კუთ­ვნილი ქონება და სხვა მატერიალური საშუალებები;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების შე­სა­ბამისად განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

7. სამსახურის პირადი შემადგენლობა, ხანძრების, ავარიების, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის სხვა მონაწილეები, რომლებიც მოქმედებდნენ უკიდურესი აუცილებლობის ან/და დასაბუთებული რისკის პირობებში, თავისუფლდებიან მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან.

8. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ"  საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით.

                                                    


მუხლი 4. სამსახურის ქონება
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას, მის მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე საფინანსო რესურსები აისახება სამსახურის დამოუკიდებელ ბალანსზე.

2. აკრძალულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.


მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი
1. სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.