ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.139.016149
33
21/07/2014
ვებგვერდი, 23/07/2014
010250040.35.139.016149
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2014 წლის 21 ივლისი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

მუხლი 1
შეტანილი იქნას ცვლილება  „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში (ვებ. გვერდი 21/07/2014  სარეგ. კოდი 010250040.35.139.016123 )
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.
2. შეტანილი იქნას ცვლილება დანართის პრეამბულაში და პრეამბულას სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“.
3. შეტანილი იქნას ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ დანართში:
ა) რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა „მერს“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკუთარი ინიციატივით უშუალოდ გადაწყვიტოს და/ან გამგებელს მისცეს თანხმობა გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით;“

ბ) რეგლამენტის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ პარასკევს (ხოლო, თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).

გ) მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.“

დ) რეგლამენტის  22-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა „მერს“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმის ასლები ეგზავნება საკრებულოს კომისიებს, ფრაქციებს, დროებით სამუშაო ჯგუფებს და გამგებელს.“

ე) რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით :

„8. საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტას განსაზღვრავს სამანდატო დროებითი კომისია და ამტკიცებს საკრებულო. „

ვ) რეგლმანეტის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს იურიდიულ კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების ჩაბარებიდან.“

ზ) რეგლმენტის 35-ე მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში და/ან წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა  კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს.“

თ) რეგლამენტის 54-ე მუხლის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 12 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით:

ა) დილის სხდომა  12.00-დან 15.00-მდე;

ბ) საღამოს სხდომა  15.00-დან 18.00-მდე.

გ) შესვენებები: 13.30-დან 13.45-მდე; 15.00-დან 16.00-მდე; 16.30-დან 17.00-მდე.“

ი) რეგლამენტის 65-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მსჯელობს იურიდიულ საკითხთა კომისია. კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის გაფრთხილების შესახებ. იურიდიულ საკითხთა კომისიის ამ გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკრებულო. „

კ) რეგლამენტის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა „მერისთვის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არჩევნების დროს ბიულეტენის შევსებისას საკრებულოს წევრი შემოხაზავს იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატის გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გვარის ან მის წინ დასმული ნომრის შემოხაზვით უნდა გამოიხატოს. თანამდებობიდან გადაყენების ან გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრისას ბიულეტენში შეტანილი ორი ფორმიდან: „მომხრე“, „წინააღმდეგი“ აირჩიოს ერთ-ერთი, რომელსაც შემოხაზავს, ხოლო მეორეს კი გადახაზავს. „

ლ) რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვა „ტერიტორიული ორგანოს“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები ქვეყნდება და სავალდებულოა იქნეს მოსმენილი საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის, გამგეობის  სტრუქტურული ერთეულის მიერ საკითხის განხილვისას.“

მ) რეგლამენტის 133-ე მუხლის 1-ლი პუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვები „ტერიტორიული ორგანოები“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულო, საკრებულოს ბიურო, საკრებულოს კომისია, საკრებულოს ფრაქცია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები: საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგებელი  გამგეობის  სამსახურების უფროსები ვალდებულნი არიან ამ რეგლამენტის 135-ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც გამოაქვეყნონ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.“

ნ) რეგლამენტის 135-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტიდან ამოღებული იქნას სიტყვები „გამგეობის ტერიტორიულ ორგანოთა ხელმძღვანელების“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) გამგებლის, გამგეობის  სამსახურების უფროსების წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე