„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 24 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 24 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 22/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016006
01
22/07/2014
ვებგვერდი, 22/07/2014
290160000.60.072.016006
„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 24 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №01

2014 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

 

„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 24 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე–3 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ფული სალაროში, საბანკო დაწესებულებებში გახსნილ მიმდინარე და მოთხოვნამდე სადეპოზიტო ანგარიშებზე (A12); აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული სადაზღვევო რეზერვების ინვესტიცია უნდა შეადგენდეს  „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” არანაკლებ 10%-s. ამასთან, თითოეულ ბანკში განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 20%-ს, ხოლო სალაროში განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „ინვესტირებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო რეზერვების ოდენობის” 3%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100 000 (ასი  ათასი) ლარს“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამსახურის უფროსილაშა ნიკოლაძე