„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 21/07/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 19/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 280090030.32.057.016177
24
21/07/2014
ვებგვერდი, 24/07/2014
280090030.32.057.016177
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №24

2014 წლის 21 ივლისი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,აჭა­რის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შე­სა­ხებ” აჭა­­­­რი­ს ავტო­ნო­მიუ­რი რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შე­სა­ბა­მი­სად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების  დახმარების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N5 დადგენილებით დამტკიცებულ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგად წესში” (საკანონმდებლო მაცნე, 24/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 280090030.32.057.016158) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) წესის მე-6  მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დახმარებას ექვემდებარება დაზარალებული ოჯახები, რომლებსაც ადგილობრივი კომისიების მიერ მინიჭებული აქვთ კატეგორიები, მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ხარისხის მიხედვით და არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. კერძოდ:

ა) საცხოვრებელი პირობებით უზ­რუნველყოფა, რომელიც შეიძლება იყოს დროებითი (თავშესაფარი ხელმი­საწ­ვ­დომ საბინაო ფონდებში, ქირით უზრუნველყოფა ან სხვა ალ­ტერ­ნა­ტიული საშუალებების გამოძებნა) და გრძელვადიანი (გამოვლენილი საც­ხოვ­რე­ბე­ლი ფონდის რეზერვები, ბინების ან ინდივიდუალური სახლების მშენებლობა/შეძენა) განსახ­ლე­ბა როგორც რეგიონში, ისე რეგიონის ფარგლებს გარეთ;

ბ) ფინანსური დახმარება შემდეგი პროპორციებით:

ბ.ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება - წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული  პირდაპირი ხარჯების 100 %, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა;

ბ.ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000-დან 200 000-ის  ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება - წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული  პირდაპირი ხარჯების  90 %, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა;

ბ.გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 200 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა ან რეგისტრირებულნი არ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება - წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში ასახული  პირდაპირი ხარჯების 80 %, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა.“;

ბ) წესის მე-6 მუხლის მე–2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება:

ა) საცხოვრებელი სახლის მთლიანად განადგურების შემთხვევაში, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით 10 000 ლარის ოდენობით (აღნიშნული არ საჭიროებს ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენას);

ბ) საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში, რომელიც აღდგენამდე გამოუსადეგარია საცხოვრებლად, შესაძლებელია გაეწიოს ფინანსური დახმარება სახლის აღდგენის მიზნით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 10 000 ლარისა.

გ) ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების აღმოჩენის დროს არ გაითვალისწინება დროებითი თავშესაფრისთვის  გამოყოფილი ქირის თანხა.“;

გ) წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,4. ადგილობრივი კომისიების მიერ გაწეული არგუმენტირებული დასაბუთების საფუძველზე სამთავრობო კომისიამ შეიძლება იმსჯელოს დაზარალებული ოჯახის დამატებით დახმარების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუ ადრე გაწეული ფინანსური ან/და სხვა სახის  დახმარება ოჯახმა გამოიყენა მიზნობრივად, მაგრამ აღნიშნული არ აღმოჩნდა ეფექტური უსაფრთხო საცხოვრისის შესაქმნელად და  აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“-ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ კრიტერიუმს მაინც. “.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე