დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.170.016004 |
|
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ”ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ა.“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ” ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ს/ნ 010250040.35.170.016001, 18.07.2014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება, კერძოდ: |
1.
დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი ზუგდიდი, ზ. გამსახურდიას გამზირი №45.“. |
2.
დებულების მე-6 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით: „საქართველო, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო“, „GEORGIA CITY COUNCIL OF ZUGDIDI MUNICIPALITY,“ საკუთარი ბლანკი და საბანკო ანგარიში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელით“. |
3.
დებულების 24-ე მუხლის ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ მუხლი 24. საკრებულოს კომისიები 1. საკრებულოს კომისიებია: ა) საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისია; ბ) იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისია; გ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია; დ) ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისია; ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისია. 2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები