,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის #10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.116.016183
24
17/07/2014
ვებგვერდი, 21/07/2014
010320040.35.116.016183
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის #10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2014 წლის 17 ივლისი

ქ.ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 30/01/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.116.016105) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა)  მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირებისა და სამუშაო აღწერილობების შესაბამისად და მოიცავს გამგეობის საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას.“;

ბ)  მე–4 პუნქტიდან ამოღებული იქნას ,,ბ“ ქვეპუნქტი;

გ)  მე-6 პუნქტიდან ამოღებული იქნას ,,ა“ ქვეპუნქტი;

დ) მე-6 პუნქტის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განყოფილების უფროსის, გამგებლის თანაშემწის, გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად სასურველია მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან უმცროს საჯარო თანამდებობაზე მუშაობის ორწლიანი გამოცდილება მაინც.“.

2. დადგენილების დანართ №1–ში ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ ორგანული კანონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი.“.

3. დადგენილების დანართ №1–ში ამოღებული იქნას ტერმინი „32. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარი ყურაშვილის