დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320030.22.038.016384 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანებით (სსმ III, 07.07.2009 წ., № 84, მუხ. 897) დამტკიცებული წესის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აპარატი
1. მინისტრი – იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი. 2. მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილეები და გენერალური ინსპექციის უფროსი – იუსტიციის გენერალ-მაიორი. 3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი. 4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი, დაწესებულების მთავარი ექიმი და დაწესებულების მთავარი ექიმის მოადგილე - იუსტიციის ვიცე პოლკოვნიკი. 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს ინსპექტორი, გამომძიებელი, განყოფილების უფროსი ექიმი და ლაბორატორიის უფროსი - იუსტიციის მაიორი. 6. მინისტრის მრჩეველი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი. 7. ექიმი – იუსტიციის კაპიტანი. 8. ფსიქოლოგი - იუსტიციის კაპიტანი.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები