სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

  • Word
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017360
  • Word
1219
14/07/2014
ვებგვერდი, 23/07/2014
000000000.00.003.017360
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1219

2014 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ

1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (ს/ნ: 412670097) საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 33092.00 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მდებარე მისამართზე: მუნიციპალიტეტი ზუგდიდი, სოფელი ანაკლია, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი − 43.30.43.024, მიზნობრივი დანიშნულება შეეცვალოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, უზ­რუნველყოს მის კომპეტენციაში შემავა­ლი შესაბამისი სარეგისტრაციო ქმედებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორ­ცი­ელება.

 

პრემიერ-მინისტრი                         ირაკლი ღარიბაშვილი