დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს (ამჟამად სახელცვლილი, როგორც „KGM ENERJI TICARET LIMITED SIRKETI“) შორის 2011 წლის 27 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1195 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017388 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1195
2014 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს (ამჟამად სახელცვლილი, როგორც „KGM ENERJI TICARET LIMITED SIRKETI“) შორის 2011 წლის 27 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს შეთანხმების პროექტი საქართველოს მთავრობას და KGM ILETISIM VE HIZM. LOJISTIK INS. VE TURIZM TIC. LTD. STI-ს (ამჟამად სახელცვლილი, როგორც „KGM ENERJI TICARET LIMITED SIRKETI“) შორის 2011 წლის 27 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის გაუქმების თაობაზე.
2. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.
3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული შეთანხმების შესაბამისად, საბანკო გარანტიის (7 650 000.00 აშშ დოლარი) გაუქმების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები