დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სტუდია მეტროს“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1177 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.017372 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1177
2014 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
შპს ,,სტუდია მეტროს “ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,სტუდია მეტროს“ მიერ ორი სარეკლამო რგოლის გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს ,,სტუდია მეტროსათვის“ სათანადო დახმარების გაწევა და 2 (ორი) დღის ვადით, 19 200 (ცხრამეტიათასორასი) ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოს შპს „სტუდია მეტრო“ ერთი ერთეული UH-1H (იროკეზი) ტიპის შვეულმფრენით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები