დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის №75 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 134 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/08/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.038.016388 |
|
“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის №75 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
“საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 7 მაისის №75 ბრძანებაში (სსმ, 040030000.22.038.016330, 07/05/2014) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ( შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ( შემდგომში - სასწავლო ცენტრი) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების (სასწავლო) კურსების გავლის წესი და პირობები არეგულირებს სასწავლო ცენტრში სასწავლო პროცესის ფორმებს, სასწავლო კურსების გავლის პერიოდულობას, მსმენელის ჩარიცხვის წესსა და პირობებს, მსმენელის ცოდნის შეფასების სისტემასა და კრიტერიუმებს.“
2. ბრძანებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 მუხლი: „მუხლი 21 . სასწავლო კურსების გავლის პერიოდულობა სასწავლო ცენტრში სასწავლო კურსების გავლა სავალდებულოა შემდეგი პერიოდულობით: ა) სამინისტროს აპარატში დასაქმებულ თანამშრომელთა სპეციალიზებული გადამზადების კურსები - მინიმუმ 2 წელში ერთხელ; ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო მოკლევადიანი მომზადების კურსები - მინიმუმ 2 წელში ერთხელ; გ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების თანამშრომელთა სპეციალიზებული გადამზადების კურსები - მინიმუმ 2 წელში ერთხელ; დ) პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა პირველდაწყებითი საბაზისო მოკლევადიანი მომზადების კურსები - მინიმუმ 2 წელში ერთხელ; ე) პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა სპეციალიზებული გადამზადების კურსები - მინიმუმ 2 წელში ერთხელ; ვ) დაწინაურების კანდიდატთა სპეციალიზებული გადამზადების კურსები - საჭიროების შესაბამისად; ზ) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესების მოსამზადებელი სპეციალიზებული კურსები - საჭიროების შესაბამისად; თ) სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და შენახვის წესების მოსამზადებელი სპეციალიზებული კურსები - მინიმუმ წელიწადში ერთხელ.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები