დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016230 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/07/2014 - 16/09/2014)
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
|
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მერიის მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის შესაბამისად.
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/ |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2006 წლის 16 ნოემბრის №5 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ.კუპრაძის ქუჩა №11/, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 16 ივლისიდან. |
|
დანართი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესახებ |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები