დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/191 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.22.024.016329 |
|
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანასების სფეროში; ბ) ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება; გ) ,,არასახელმწიფოებრივი საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ფასიანი ქაღალდების შესახებ’’ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
მუხლი 2. საპენსიო რეფორმის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში; ბ) ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; გ) ,,არასახელმწიფოებრივი საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ფასიანი ქაღალდების შესახებ’’ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილების ცოდნა; დ) ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები