საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ' საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016331
1-1/195
16/07/2014
ვებგვერდი, 17/07/2014
040030000.22.024.016331
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ' საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ' საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/195

2014 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით (ვებპორტალი, 10415023, 15.04.2011)  დამტკიცებულ წესსა და პირობებში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ  პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა“ ქვეპუნქტი:

„გ.ა) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო  სამგზავრო რეგულარული გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურება - მოიცავს სააგენტოს მიერ მთავრობათაშორისი შეთანხმებებით განსაზღვრული დოკუმენტაციის (მოძრაობის განრიგი, ტარიფი, გაჩერების პუნქტები და სქემა) განხილვის და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მათი დამოწმების, ქართველი გადამზიდველის სახელზე სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადების და ხელშემკვრელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოსათვის გადაგზავნის, საპასუხოდ მისგან მიღებული ქართველი გადამზიდველის სახელზე მომზადებული სანებართვო დოკუმენტაციის შესაბამისი გადამზიდველისთვის გადაცემის პროცედურებს, ასევე აღნიშნული საქმიანობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ყოველწლიურ მომსახურებას ნებართვის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.“.

2.  მე-4 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ ქვეპუნქტი:

„ 31. ერთ წელზე მეტი ვადით საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო რეგულარული გადაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებისათვის საფასური გადაიხდება ყოველწლიურად, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადახდილი საფასურის ნაწილობრივი ან სრულად დაბრუნება ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მას თან უნდა ერთოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე, იმ გადამზიდველებს, რომელთაც სააგენტოს მხრიდან გაწეული მომსახურების მიუხედავად ვერ მიიღეს პარტნიორი ქვეყნების ნებართვები საერთაშორისო სამგზავრო რეგულარულ გადაყვანაზე,   სრულად დაუბრუნდეთ მათ მიერ ამ  მომსახურებისთვის გადახდილი საფასური.
მუხლი 3
ეს  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი