დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/განკარგვის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 450 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.10.003.018070 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/07/2014 - 18/12/2018)
|
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/ განკარგვის თანდართული წესი და პირობები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების/ განკარგვის წესი და პირობები |
1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) (შემდგომში - ISAF) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, საზღვარგარეთ, მისიის შესრულების ადგილზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება (შემდგომში - სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონება):
ა) რომელიც ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მიერ ცნობილია: ა.ა) უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს; ა.ბ) ტრანსპორტირებისათვის უვარგისად, შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს საქართველოს შეაიარაღებული ძალების მიერ დისლოკაციის ადგილის შეცვლის ან მისიის შეწყვეტის შემთხვევაში; ბ) შეიძლება განადგურდეს ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ან გასანადგურებლად/საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს ISAF-ის მისიაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, თუ: ბ.ა) სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების საქართველოში დაბრუნებისათვის ან ახალი დისლოკაციის ადგილზე გადატანისათვის გასაწევი ფინანსური ხარჯები აღემატება გასანადგურებელი სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ღირებულებას; ბ.ბ) სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების ტრანსპორტირება მიზანშეუწონელია ტრანსპორტირებისას მომეტებული საფრთხის გამო. 2. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების განადგურების ან გადაცემის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას (შემდგომში - წერილობითი გადაწყვეტილება) იღებს საერთაშორისო მისიაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფის მეთაური საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან წინასწარი შეთანხმებით. 3. წერილობითი გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას და საკუთრებაში გადასაცემი ან გასანადგურებელი სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და რაოდენობას. 4. სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების: ა) განადგურების შემდეგ, უნდა შედგეს განადგურების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს განადგურებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რაოდენობას, განადგურების თარიღს, ადგილს და განადგურებაში მონაწილე პირთა (არანაკლებ სამი) ხელმოწერებს; ბ) საკუთრებაში ან გასანადგურებლად გადაცემისას, უნდა შედგეს ორმხრივი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისად, სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რაოდენობას, განადგურების/გადაცემის თარიღს, ადგილს და უფლებამოსილ პირთა ხელმოწერებს. 5. ამ დადგენილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული აქტები შედგენიდან 10 დღის განმავლობაში წარედგინება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს. 6. ეს წესი და პირობები არ ვრცელდება სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების იმ სახელმწიფოს შეიარაღებული ძალებისათვის გადაცემაზე, სადაც სამშვიდობო მისიის შესასრულებლად წარგზავნილია საქართველოს შეიარაღებული ძალები, მიუხედავად იმისა, ეს სახელმწიფო არის თუ არა ISAF-ის მისიაში მონაწილე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები