დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)” სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 247 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 30/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.381 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №247
2005 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №91 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №64, მუხლი 673) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„ფონდი – ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი)“ სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი არველაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ლევან დუჩიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
გიორგი ისაკაძე – ბიზნესის სექტორის წარმომადგენელი
ქეთევან მახარაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნინო ჟვანია – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და ამოქმედების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები