,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016277
55
29/07/2014
ვებგვერდი, 29/07/2014
280120000.22.026.016277
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №55

2014 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა,  სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. პირველი პუნქტის:

ა)  ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოების ნუსხა (დანართი №1);

ბ) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა ყოველთვიური თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ნუსხა (დანართი №19)“.

 

2. დაემატოს 211 და 212 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,211. იმ სამხედრო მოსამსახურეებს/სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს/სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირებს, რომელთა დარიცხულ ხელფასებს (ამ ბრძანების ამოქმედების წინა დღის მდგომარეობით), წოდებრივ ანაზღაურებაზე გადასვლასთან/თანამდებობის კატეგორიების გაუქმებასთან დაკავშირებით დააკლდება 100 ლარზე მეტი თანხა, შეევსებათ ხელფასის დანაკლისი. ამ შემთხვევაში შესავსები თანხის ოდენობას უნდა გამოაკლდეს 100 ლარი. ამ ბრძანების ამოქმედებამდე დარიცხული ხელფასის ოდენობამდე შესავსები თანხის ზღვარი თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის/სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის/სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირისთვის განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს/სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს/სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების პერიოდში მოემატება წოდება და/ან მოემატება/დაენიშნება დანამატი და დარიცხული ხელფასი გაუტოლდება ან გადააჭარბებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანხის ზღვარს, აღარ შეევსება ხელფასის დანაკლისი. ხელფასის დანაკლისი აღარ შეივსება სამხედრო მოსამსახურის მიმდინარე სამხედრო წოდებასთან შედარებით დაბალი წოდების საშტატო თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხელფასის დანაკლისი ასევე აღარ შეივსება სახელმწიფო სპეცალური წოდების მქონე პირების/სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირების ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაკავებულ თანამდებობაზე უფრო დაბალი წოდებრივი ზღვარის თანამდებობაზე გადანიშვნის შემდეგ.

 

212. 211 პუნქტის მიზნებისთვის:

ა) დარიცხული ხელფასი მოიცავს ამ ბრძანებით განსაზღვრულ წოდებრივ ან/და თანამდებობრივ სარგოს, წელთა ნამსახურობის პროცენტულ დანამატს, მე-20 და 23-ე პუნქტებით განსაზღვრულ დანამატებს;

ბ) დარიცხული ხელფასი და შესაბამისად შესავსები თანხა ერთ თვეზე მეტი ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლისათვის დაანგარიშდება იმ თანამდებობის მიხედვით, რომლის მოვალეობასაც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასრულებს ამ ბრძანების ამოქმედების წინა დღეს. ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან, დროებით მოვალეობის შესრულების ვადის დასრულების შემდეგ, დარიცხული თანხა და შესაბამისად შესავსები თანხა გადაანგარიშდება მათი ძირითადი საშტატო თანამდებობის მიხედვით. ერთ თვეზე ნაკლები ვადით დროებით მოვალეობის შემსრულებლისათვის შესავსები თანხა დაანგარიშდება ძირითადი საშტატო თანამდებობის მიხედვით.“.

 

3. მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ფულადი სარგო შედგება:

ა) სამხედრო მოსამსახურეთათვის  - წოდებრივი სარგოსაგან;

ბ) სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის - თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოებისაგან.“.

 

4.  მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,17. სამხედრო მოსამსახურეებს პარაშუტით თითოეული ხტომისათვის ეძლევათ დანამატი ფულადი  სარგოს შემდეგი ოდენობით:

ა) 2-დან 10-მდე - 0.5%;

ბ) 10-დან 50-მდე - 1%;

გ) 50-დან 300-მდე - 1.5%;

დ) 300-დან 500-მდე - 2%;

ე) 500-დან 1000-მდე - 2,5%;

ვ) 1000 და მეტი _ 3%;

ზ) ინსტრუქტორ-პარაშუტისტებს მე-17 პუნქტში მითითებული დანამატი ეძლევათ წელიწადში არაუმეტეს 100, ხოლო სხვა სამხედრო მოსამსახურეებს არაუმეტეს 50 ხტომაზე. ინსტრუქტორ-პარაშუტისტებს დანამატი ეძლევათ 300 ნახტომის შესრულების შემდეგ.“.

 

5.  მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მუშაობენ საიდუმლო დოკუმენტებთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან დაშვებისა და მუშაობისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი სარგოს, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს თანამდებობრივი სარგოს 15%-ის ოდენობით. აღნიშნული კატეგორიის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა თანამდებობების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“.

           

6.  23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,23. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს სამეცნიერო ხარისხისათვის/დოქტორის აკადემიური ხარისხისათვის ეძლევათ ყოველთვიური პროცენტული დანამატი სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი სარგოს, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს - თანამდებობრივი სარგოს  25%-ის ოდენობით.“.

 

7. 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,25. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს მიმდინარე სამხედრო წოდების შესაბამისად და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, უნარჩუნდებათ ფულადი სარგოები, წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია არა უმეტეს ორი თვისა;

ბ) სამხედრო თანამდებობებზე დანიშნულ სამოქალაქო პირებს (გარდა სამოქალაქო ოფისისა) უნარჩუნდებათ არა უმეტეს ორი თვის თანამდებობრივი სარგო ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;

გ) სამოქალაქო პირებს (გარდა სამოქალაქო ოფისისა), რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობაზე უნარჩუნდებათ არა უმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგო ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.“.

 

8. დანართები №1, №19, №20, №22 და №23 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან და 211 და 212  პუნქტების მოქმედება გაგრძელდეს 2016 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია



დანართი №1
სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური წოდებრივი სარგოების ნუსხა

           (ლარებში)

წოდებ

კოდი

წოდებრივი

სარგო

1

არმიის გენერალი

G-4

4 300

2

გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი

G-3

3 700

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

3 100

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

2 500

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

1 920

6

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

O-5

1 500

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

1 280

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

1 220

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

1 185

10

ლეიტენანტი

O-1

1 170

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-8

1 350

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-7

1 075

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-6

1 025

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-5

995

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-4

978

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო

კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

S-3

964

17

I კლასის რიგითი,

I კლასის საზღვაო რიგითი

S-2

955

18

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი,

საკონტრაქტო სამსახურის საზღვაო რიგითი

S-1

950

19

სავალდებულო სამსახურის რიგითი,

სავალდებულო სამსახურის საზღვაო რიგითი

SO-1

9

 


დანართი №19
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა

ყოველთვიური თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების ნუსხა


(ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

თანამდებობრივი

სარგო

წოდებრივი

სარგო

1

თავდაცვის გენერალ-ლეიტენანტი

3 540

110

2

თავდაცვის გენერალ-მაიორი

2 720

100

3

თავდაცვის პოლკოვნიკი

1 868

75

4

თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი

1 394

60

5

თავდაცვის მაიორი

1 156

50

6

თავდაცვის კაპიტანი

1 150

40

7

თავდაცვის უფროსი ლეიტენანტი

1 144

30

8

თავდაცვის ლეიტენანტი

1 138

25

9

თავდაცვის უმცროსი ლეიტენანტი

1 113

20

10

თავდაცვის ზემდეგი

988

15

11

თავდაცვის უფროსი სერჟანტი

975

13

12

თავდაცვის სერჟანტი

969

11

13

თავდაცვის უმცროსი სერჟანტი

963

9

14

თავდაცვის რიგითი

956

7

 

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართის ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.



დანართი №20
სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირთა

ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა


    (ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

კოდი

თანამდებობრივი

სარგო

1

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

1 556

2

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

O-5

1 394

3

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

1 156

4

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

1 150

5

უფროსი ლეიტენანტი

O-2

1 144

6

ლეიტენანტი

O-1

1 138

7

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-7

981

8

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-6

975

9

სერჟანტი, მიჩმანი

S-5

969

10

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-4

963

11

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო კაპრალი,

საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

S-3

956

12

I კლასის რიგითი, I კლასის საზღვაო რიგითი

S-2

950

13

საკონტრაქტო სამსახურის რიგითი,

საკონტრაქტო სამსახურის საზღვაო რიგითი

S-1

945

 


დანართი №22 
სამხედრო მოსამსახურეთა ერთჯერადი გასასვლელი

დახმარების გაანგარიშების ნორმები


(ლარებში)

წოდება

კოდი

დახმარების

გაანგარიშების

ნორმები

1

არმიის გენერალი

G-4

625

2

გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი

G-3

580

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

560

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

505

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

445

6

ვიცე-პოლკოვნიკი,  II რანგის კაპიტანი

O-5

360

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

305

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

260

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

235

10

ლეიტენანტი

O-1

220

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-8

175

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-7

160

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-6

155

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-5

150

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-4

147

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო

კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

S-3

145

17

I კლასის რიგითი,

I კლასის საზღვაო რიგითი

S-2

140

 

შენიშვნა: დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის დათხოვნამდე არსებული სამხედრო წოდების მიხედვით ამ დანართით განსაზღვრული ნორმების საფუძველზე.



დანართი №23
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა

ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაანგარიშების ნორმები


(ლარებში)

შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი

დახმარების გაანგარიშების

ნორმები

1

თავდაცვის გენერალ-ლეიტენანტი

580

2

თავდაცვის გენერალ-მაიორი  

560

3

თავდაცვის პოლკოვნიკი

445

4

თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი

360

5

თავდაცვის მაიორი

305

6

თავდაცვის კაპიტანი

260

7

თავდაცვის უფროსი ლეიტენანტი

235

8

თავდაცვის ლეიტენანტი

220

9

თავდაცვის უმცროსი ლეიტენანტი

200

10

თავდაცვის ზემდეგი

165

11

თავდაცვის უფროსი სერჟანტი

155

12

თავდაცვის სერჟანტი

150

13

თავდაცვის უმცროსი სერჟანტი

147

14

თავდაცვის რიგითი

145

 

შენიშვნა: დათხოვნილ მოსამსახურეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიეცემა მის მიერ დათხოვნამდე დაკავებული ბოლო თანამდებობისათვის (გარდა კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოვალეობის დაკისრებისას დაკავებული თანამდებობისა) ამ დანართით განსაზღვრული ოდენობის საფუძველზე.