„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 533
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.034.016333
533
16/07/2014
ვებგვერდი, 17/07/2014
010240070.22.034.016333
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №533

2014 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსკ - 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე.“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო

1. საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ არეალში ახორციელებს:

ა) პრევენციულ და სამართალდარღვევებზე რეაგირების ღონისძიებებს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი და წინმსწრები ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას;

გ) არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებებს, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას;

დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიული ვითარების, მისი განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლასა და პრევენციას.

2.  საგამოძიებო-ოპერატიულ მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელიც ამავდროულად არის სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე. მას თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე