საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016097
32
09/07/2014
ვებგვერდი, 16/07/2014
040030000.32.061.016097
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №32

2014 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილებაში (ვებგვერდი, 24,04,2014წ., 040030000.32.061.016092) და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №25 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ თანდართული დებულება.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 21 წევრისაგან, რომელთაგან 16 წევრი არის სამოქალაქო სექტორის, მათ შორის საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირი, 3 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი პირი და 2 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პირი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის, მათი განხილვისა და  მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის  შემსრულებელი                                                                    ახტანგ   ყოლბაი