დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში „ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.164.016110 |
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის №11 დადგენილებაში ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის17 თებერვლის №11 დადგენილებაში ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 2 |
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ამოქმედებასთან დაკავშირებით ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ განხორციელებულ იქნას შემდეგი ცვლილებები: |
1.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ პირველ მუხლში, მე-3 მუხლის პირველ პუნქტში და 21-ე მუხლში, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ჩანაცვლებულ იქნას საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“. |
2.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნას ტერმინი ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები“. |
3.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი“ გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. |
4.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. გამგეობის შემადგენლობა და ხელმძღვანელობა“ გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელსაც ხელმძღვალელობს გამგებელი. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას. |
5.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“ |
6.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე- 10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები“ 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები იქმნება მუნიციპალიტეტში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. 2. ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია: ა) ყვარლისადმინისტრაციული ერთეული, (სამოქმედო ტერიტორია ქალაქი ყვარელი); ბ) მთისძირის ადმინისტრაციული ერთეული, (სამოქმედო ტერიტორია სოფელი მთისძირი); გ) ბალღოჯიანის ადმინისტრაციული ერთეული, (სამოქმედო ტერიტორია სოფელი ბალღოჯიანი); დ) ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: ახალსოფელი, თივი, სარუსო, საცხენე, თხილისწყარო); ე) ჭიკაანის ადმინისტრაციული ერთეული, (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: ჭიკაანი, ჩანთლისყურე, ზინობიანი); ვ) გავაზის ადმინისტრაციული ერთეული, (სამოქმედო ტერიტორია სოფელი გავაზი); ზ) კუჭატნის ადმინისტრაციული ერთეული, (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: კუჭატანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი); თ) შილდის ადმინისტრაციული ერთეული, (სამოქმედო ტერიტორია სოფელი შილდა); ი) ენისლის ადმინისტრაციული ერთეული, (სამოქმედო ტერიტორია სოფელი ენისელი); კ) გრემის ადმინისტრაციული ერთეული, (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: გრემი, შაქრიანი, გრძელიჭალა); ლ) საბუის ადმინისტრაციული ერთეული, (სამოქმედო ტერიტორია სოფლები: საბუე, ალმატი). 3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ინიშნება წარმომადგენელი გამგებლის მიერ, რომლის უფლებამოსილებაც განისაზღვრება გამგეობის დებულებით. |
7.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-11 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. გამგეობის თანამდებობის პირები:“ 1. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები არიან: ა) გამგებელი; ბ) გამგებლის პირველი მოადგილე; გ) გამგებლის მოადგილე; დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 2. გამგეობის თანამდებობის პირების რაოდენობა (გამგებლის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 13-ს. 3. გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითდა ამ დებულებით. |
8.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12. გამგებელი“ 1. გამგებელი არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი. გამგებელიწარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. გამგებელი აირჩევა 4 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. გამგებლად/მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც. 3. გამგებელი: ა) გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის თანამდებობის პირებს; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის მოსამსახურეებს; ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ა.ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ა.თ) ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში: ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს; ბ.ბ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს; ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით; გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: დ.ა) ამ კანონითა და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; დ.გ) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ; დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს; დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი; დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; დ.ზ) ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას; დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას; დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე; დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე; ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში: ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას; ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს; ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; ე.თ) უზრუნველყოფს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით; ე.ი) ახორციელებს ამ კანონით, გამგეობის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი. გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება გამგეობის დებულებით. 5. გამგებელი,ამ დებულებით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე. |
9.
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 13. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები)“ 1. გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის დავალებების შესრულებას, გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 2. გამგებლის მოადგილე ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. გამგებლის მოადგილეს (მოადგილეებს) ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 10) ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას“ დაემატოს 13′ მუხლი. მუხლი 131. გამგებლის პირველი მოადგილე გამგებლის პირველ მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგებლისპირველი მოადგილეასრულებს გამგებლის მოვალეობებს გამგებლის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას. 11) ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 14. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“ 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. 12) ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებიდან “ ამოღებულ იქნას მე-15ე მუხლი ,,თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი“ 13) ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას “ დაემატოს 151 მუხლი. ,,მუხლი 151. გამგებლის წარმომადგენელი“ 1. გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენელი ინიშნება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 3. გამგებლის წარმომადგენელი: ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათაშესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; გ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს გამგებლის დავალებით. 4. გამგებლის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 14) ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 16. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები“ 1. გამგეობის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. 2. გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებოვრივი სარგოების ოდენობებს გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების სისტემის გათვალისწინებით, ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 15) ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ,,მუხლი17 გამგეობის საქმიანობის ორგანიზება“ 2. გამგეობის შინაგანაწესი და თანამდებობრივი ინსტრუქცია მტკიცდება გამგებლის მიერ. ჟ) ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ მე-18 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი. 18 სამართლებრივი აქტები 1. გამგეობის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია: ა) გამგებლის ბრძანება; ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება; გ) გამგებლის მოადგილის ბრძანება; დ) გამგეობის სამსახურის უფროსის ბრძანება. 17) ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების“ 21-ე მუხლიდან ამოღებული იქნას საქართველოს კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ . |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები