„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/07/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 11/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016232
15
15/07/2014
ვებგვერდი, 16/07/2014
010250020.35.162.016232
„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2014 წლის 15 ივლისი

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №36 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 05/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016121) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, განსაზღვრავს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) უფლებამოსილებას, სტრუქტურას და საქმიანობის წესს.“.

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი

გამგეობა არის თვითმმართველი თემის – ახმეტის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგეობის თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ კანონიერების, საჯაროობის, კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა დამოუკიდებლად გადაწყვეტის, საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობისა და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.“.

დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. გამგეობის სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

 1. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომელთა საქმიანობას უძღვება გამგებელი.

 2. გამგებელს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთა რიცხოვნობა დგინდება გამგეობის საშტატო ნუსხით. გამგებლის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტებით.“.

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები

 1. ადმინისტრაციული ერთეულები იქმნება ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალ ერთ ან რამდენიმე დასახლებაში მართვის ოპტიმიზაციის მიზნით.

2. ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:

ა) ქალაქ ახმეტის ადმინისტრაციული ერთეული – ქალაქი ახმეტა, სოფელი ბუღაანი, სოფელი ქვემო ჩოფჩაური;

ბ) მატნის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი მატანი;

გ) საკობიანოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბაყილოვანი, სოფელი დედისფერული, სოფელი კუწახტა, სოფელი საკობიანო, სოფელი ქორეთი, სოფელი ყვარელწყალი, სოფელი ხევისჭალა;

დ) დუისის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი დუისი, სოფელი წინუბანი;

ე) ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბირკიანი, სოფელი ძიბახევი, სოფელი ჯოყოლო;

ვ) ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი დუმასტური, სოფელი ზემო ხალაწანი, სოფელი ომალო, სოფელი ქვემო ხალაწანი, სოფელი შუა ხალაწანი;

ზ) ზემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ზემო ალვანი, სოფელი ხორბალო;

თ) ქვემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბაბანეური, სოფელი ქვემო ალვანი;

ი) მაღრაანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი არგოხი, სოფელი მაღრაანი, სოფელი ფიჩხოვანი;

კ) ოჟიოს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ალავერდი, სოფელი კოღოთო, სოფელი ოჟიო;

ლ) ზემო ხოდაშენის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი აწყური, სოფელი ახალდაბა, სოფელი ზემო ხოდაშენი, სოფელი ჩაბინაანი, სოფელი ჩარექაული, სოფელი ხველიანდრო, სოფელი ხორხელი;

მ) ქისტაურის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი არაშენდა, სოფელი ახალშენი, სოფელი ახშანი, სოფელი ახშნის ველები, სოფელი ინგეთი, სოფელი კოჯორი, სოფელი ოსიაური, სოფელი საჩალე, სოფელი ქისტაური;

ნ) კასრისწყალის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი კასრისწყალი;

ო) თუშეთის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი აგეურთა, სოფელი ალისგორი, სოფელი ბასო, სოფელი ბეღელა, სოფელი ბიქუურთა, სოფელი ბოჭორნა, სოფელი ბუხურთა, სოფელი გირევი, სოფელი გოგრულთა, სოფელი გუდაანთა, სოფელი დადიკურთა, სოფელი დანო, სოფელი დართლო, სოფელი დაქიურთა, სოფელი დიკლო, სოფელი დოჭუ, სოფელი ეთელთა, სოფელი ილიურთა, სოფელი იფხორი, სოფელი ვაკისძირი, სოფელი ვერხოვანი, სოფელი ვესტმო, სოფელი ვესტომთა, სოფელი ვეძისხევი, სოფელი თუშეთის საბუე, სოფელი ინდურთა, სოფელი ინწუხი, სოფელი კვავლო, სოფელი კოკლათა, სოფელი ნაციხარი, სოფელი ომალო, სოფელი ორციხე, სოფელი ჟველურთა, სოფელი საგირთა, სოფელი საჩიღლო, სოფელი ტბათანა, სოფელი ფარსმა, სოფელი ქუმელაურთა, სოფელი ცოკალთა, სოფელი შენაქო, სოფელი შტროლთა, სოფელი ჩიგლაურთა, სოფელი ჩიღო, სოფელი წარო, სოფელი ჭალა, სოფელი ჭერო, სოფელი ჭეშო, სოფელი ჭონთიო, სოფელი ხახაბო, სოფელი ხისო, სოფელი ჯვარბოსელი, სოფელი ჰეღო;

პ) შახვეტილას ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ბუხრები, სოფელი ვეძები, სოფელი ნადუქნარი, სოფელი საბუე, სოფელი შახვეტილა, სოფელი ჩაჩხრიალა, სოფელი ჭართალა, სოფელი ჯაბური.“.

ვ) მე-11 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ზ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12. გამგებელი

1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირია გამგებელი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. გამგებელი/მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მოსახლეობის წინაშე.“.

 

თ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. გამგებლის პირველი მოადგილე/მოადგილეები, გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილების შესაბამისად, დარგების მიხედვით, უშუალო კოორდინაციას უწევენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას; განსაკუთრებულ შემთხვევებში ასრულებენ გამგებლის სხვა დავალებებს, ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.“.

ი) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. გამგებლის წარმომადგენელი

1. გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

ბ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ვ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს;

თ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

კ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს;

ლ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში და მასში შემავალ დასახლებებში მოსახლეობის რაოდენობის, დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; სოციალური და ინფრასტრუქტურის ობიექტების მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

მ) ასრულებს გამგებლის სხვა დავალებებს;

ნ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

3. გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.“.

კ) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 16. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელება და რანგირება განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.

2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში ამტკიცებს საკრებულო.

3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტებით.“.

ლ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება

1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და საქმისწარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებით, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით.

2. გამგეობის შინაგანაწესს ამტკიცებს გამგებელი.“.

მ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 18. სამართლებრივი აქტები

1. ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებია:

ა) გამგებლის ბრძანება;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) გამგებლის მოადგილის ბრძანება;

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.

2. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილე ბრძანებას გამოსცემენ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ბრძანებას გამოსცემს გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

ნ) მე-20 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. გამგეობის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღინუსხება უწყვეტი, ზრდადი ნუმერაციით.

4. სამართლებრივ აქტებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით აღნუსხავს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.“.

ო) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლის, შეცვლის, შეჩერების, გასაჩივრების და გაუქმების წესი

მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, შეჩერება, ცვლილების/დამატების შეტანა, გასაჩივრება და გაუქმება (არარად აღიარება, ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) ხდება საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი