„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 14/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2014
ძალაში შესვლის თარიღი 15/08/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016380
126
14/07/2014
ვებგვერდი, 14/07/2014
100020020.22.038.016380
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №126

2014 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 20 ივლისის №137 ბრძანებაში (სსმ,100020020.22.038.016061, 22/07/2011) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული მომსახურება;

ბ) საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის წარმოების უზრუნველყოფა;

გ) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;

დ) სამინისტროში შემოსული და სამინისტროდან გასული კორესპონდენციების სტატისტიკა და შესრულებაზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა;

ე) დადგენილი წესით საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების აღრიცხვა და კონტროლი;

ზ)  კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;

თ) საკონტროლო კორესპონდენციების განსაზღვრის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებათა განხორციელება, მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზი, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;

კ)  სამინისტროს მოსამსახურეთათვის სწავლებისა და ტრენინგების მოწყობის ორგანიზება;

ლ) სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციის შედგენის კოორდინაცია და ანალიზი, პერსონალური მონაცემების დამუშავება და დაცვა;

მ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ორგანიზება;

ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების, შესაბამისი წარდგინებების მომზადება, სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებისა და ადამიანური რესურსების საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფა;

ო) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხთა მომზადება;

პ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული „საჯარო სამსამხურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ შესაბამისად (რანგირების მიხედვით) სამინისტროს მოხელეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების პროცედურის ორგანიზება;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის წლების მიხედვით;

რ) ადამიანური რესურსების მართვის არსებული საინფორმაციო ბაზის სრულყოფა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა;

ს) სტაჟირების წესების შემუშავება და სტაჟირების გავლის ორგანიზება;

ტ) სამინისტროში პრაქტიკის გავლის მიზნით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;

უ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატელეფონო (მობილური) სიმბარათების გაცემა-აღრიცხვიანობისა და კორპორატიულ ქსელში გააქტიურების უზრუნველყოფა;

ფ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების საშვების დამზადების, აღრიცხვისა და გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ქ) სამინისტროს შენობაში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება და კონტროლი;

ღ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება;

ყ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გაცემის უზრუნველყოფა;

შ) სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ჩ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ანგარიშის მომზადება და მიწოდება;

ც) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;

ძ) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლებისათვის, სტრუქტურული ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) შეკრება, დამუშავება და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისთვის საბოლოო სახით მიწოდება ვებგვერდზე განთავსების მიზნით;

წ) სამინისტროს სისტემაში გამართული ღონისძიებების გაშუქების ორგანიზება, სამინისტროს საქმიანობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა;

ჭ) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ხ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომის ოქმების (გარდა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების სხდომის ოქმებისა) წარმოება და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სხდომების ოქმების მიწოდების უზრუნველყოფა დავალებების შესაბამისად;

ჯ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ჰ) დანაშაულის პრევენციის მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამების შესახებ წინადადებების მომზადება და შეთავაზება;

1) სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარებისა და გამოწვევების სამომავლო თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიული ანალიზის მომზადება და  მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და შესაბამისი სტრუტურული ერთეულებისათვის წარდგენა;

2) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ანალიზი და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით თანამედროვე მენეჯმენტისა და მეთოდების დანერგვის შესახებ წინადადებების მომზადება;

3) კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება;

4) კომპეტენციის ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი რეაგირება;

5) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის დავალებების, ბრძანებებისა და მითითებების შესრულების უზრუნველყოფა.“.

 

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველო.“.

3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;

ბ) სამინისტროს მიერ დასახულ პრიორიტეტებსა და პროგრამულ მიმართულებებზე დაყრდნობით სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, მის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი), აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის)  პრიორიტეტებისა და სტრატეგიული განვითარების გეგმების თანხვედრის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ე) სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება, მიღებული ინფორმაციის სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება;

ვ) სტატისტიკური მეთოდოლოგიის პერიოდული გადახედვა, დახვეწა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ანალიზი და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით თანამედროვე მენეჯმენტისა და მეთოდების დანერგვის შესახებ წინადადებების მომზადება;

თ) დანაშაულის პრევენციის მიზნით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამების შესახებ წინადადებების მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ი) კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროპულ სტანდარტებთან მისი ჰარმონიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვა ქვეყნების პენიტენციური კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გაცნობის საფუძველზე, სამართლებრივი წინადადებების მომზადება და შეთავაზება;

კ) სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის პოლიტიკურ-სტრატეგიული ანალიზის მომზადება და  მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და შესაბამისი სტრუტურული ერთეულებისათვის წარდგენა;

ლ) სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით კვლევის დიზაინის განსაზღვრა და კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი;

მ) სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ნ) ადგილობრივ და საერთაშორისო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან კველევითი პროექტების წამოწყება და მართვა;

ო) მინისტრის მიერ გამართული სათათბირო სხდომის ოქმების წარმოება და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საჭიროების შემთხვევაში - სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის სხდომის ოქმების მიწოდების უზრუნველყოფა;

პ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 15 აგვისტოდან.

მინისტრისოზარ სუბარი