დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის № 01/19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/29 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.33.062.016067 |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის
მინისტრის ბრძანება №01/29
2014 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფანანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის № 01/19 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფანანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2014 წლის 28 მარტის 01/19 ბრძანებით დამტკიცებულ (ვებგვერდი, 03.04.2014წ., 010340000.33.062.016055) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფანანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;“.
2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. დეპარტამენტის შრომის სტატისტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) სასურველია უცხო ენის ცოდნა;
გ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (მათ შორის - საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება);
დ) კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) ცოდნა;
ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ე.ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
ე,გ) საქართველოს კანონი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“;
ე.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, IV, V, VI თავები);
ე.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ე.ვ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ე.ზ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილება.“.
3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი (მათ შორის - მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 2-წლიანი) გამოცდილება;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი მურმან ფარფალია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები