დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
| მიღების თარიღი | 10/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს
გენერალური დირექტორის ბრძანება №2/104
2014 წლის 10 ივლისი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე
საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1. მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ამ ბრძანების დანართში მითითებულ ობიექტებს;
2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება ;
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა №4 ).
გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე
დანართი
| № | ფოტო | სახელწოდება
| ადგილმდებარეობა | სახეობა | თარიღი |
|
|
| ჰასან იმრან ოღლის მავზოლეუმი №1 | ქვემო ქართლი ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. სავანეთი (ძვ. იმირ-ასანი) | არქიტექტურის | XVIII საუკუნე |
|
|
| სოფ. სავანეთი მავზოლეუმი №2 | ქვემო ქართლი ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. სავანეთი (ძვ. იმირ-ასანი) | არქიტექტურის | XIX საუკუნე |
|
|
| სოფ. სავანეთი მავზოლეუმი №3 | ქვემო ქართლი ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. სავანეთი (ძვ. იმირ-ასანი) | არქიტექტურის | XIX საუკუნე |
|
|
| სოფ. სავანეთი მავზოლეუმი №4 | ქვემო ქართლი ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. სავანეთი (ძვ. იმირ-ასანი) | არქიტექტურის | XIX საუკუნე |
|
|
| სოფ. ჭაფალა მავზოლეუმი №1 | ქვემო ქართლი ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭაფალა (კოჩულო) | არქიტექტურის | XIX საუკუნე |
|
|
| სოფ. ჭაფალა მავზოლეუმი №2 | ქვემო ქართლი ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭაფალა (კოჩულო) | არქიტექტურის | XIX საუკუნე |
|
|
| სოფ. ჭაფალა მავზოლეუმი №3 | ქვემო ქართლი ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭაფალა (კოჩულო) | არქიტექტურის | XIX საუკუნე |
უკან დაბრუნება 






დოკუმენტის კომენტარები