დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.016537 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 040150000.22.027.016225, 29/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება მაცნეს ვებგვერდზე. ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის მაცნეს ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება.“.
2. ბრძანების №2 დანართის: ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის: ა.ბ) მე-20 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა.გ) 34-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე გრაფა:
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტს - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას მიენიჭება კოდი - 35.“.
3. ბრძანების №3 დანართის: ა) პირველი პუნქტით გათვალისწინებული:
ა.ა) მე-13 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა.ბ) 42-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43-ე გრაფა:
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მუნიციპალიტეტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები