„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016823
88/ნ
15/07/2014
ვებგვერდი, 15/07/2014
430030000.22.022.016823
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №88/ნ

2014 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, №114, 09/09/2010, სარეგისტრაციო კოდი – 430030000.22.022.015153) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი , ხოლო  დასრულების თარიღად  - 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი.“

2. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3 . საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წე ლი დასრულდეს 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.“.

4. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზამთრის არდადეგები დაიწყოს 30 დეკემბერიდან და გაგრძელდეს 1 4 იანვრის ჩათვლით.“.

5. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული  სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების  თარიღები  შემდეგ შემთხვევებში:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები, ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო პერიოდი და სხვა), აგრეთვე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;

გ) აუცილებელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისას.“.

6. 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. ამ ბრძანების  პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვადები არ ვრცელდება  მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე