დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 109 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 15/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.54.066.016073 |
|
„საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და 2007 წლის №1330/2007 EC რეგულაციის მოთხოვნების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებულ „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესში“ (www.matsne.gov.ge, 11.02.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესი“. 3. „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის“ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესი“. 4. „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის“ პირველი მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. წესის მიზანი“. 5. „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) დაინტერესებული პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა, სახელმწიფო უწყება, რომელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საავიაციო უსაფრთხოების დონის გაუმჯობესებაში და რომელიც შედის დანართ №4-ში განსაზღვრული დაინტერესებული მხარეების რომელიმე კატეგორიაში; ე) საკონტაქტო პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი. შენიშვნა: ინფორმაცია საკონტაქტო პირის შესახებ ქვეყნდება სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე“. 6. „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესის“ მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები: „5. განაცხადს ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ დაინტერესებული პირები წარუდგენენ საკონტაქტო პირს დანართი №5-ით დადგენილი ფორმით. 6. საკონტაქტო პირმა უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებული და განხორციელებადია ინფორმაციის მოთხოვნა. 7. დაინტერესებულ პირს მიეწოდება ინფორმაცია, რომელიც მას სჭირდება საკუთარი საქმიანობის მიზნებისათვის. ინფორმაცია, რომელიც არ უკავშირდება დაინტერესებული პირის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ მოწყობილობებს, საქმიანობას ან საქმიანობის სფეროს, გაიცემა მხოლოდ ზოგადი ან არაიდენტიფიცირებული ფორმით, თუ ინფორმაციის მოთხოვნა დეტალურად არ არის დასაბუთებელი პირის მიერ. 8. ინფორმაციის გაცემა ხდება წერილობით. განაცხადის წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიუთითოს საკონტაქტო პირთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში პირთან კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 9. საკონტაქტო პირმა უნდა აწარმოოს რეესტრი თითოეული ინფორმაციის მოთხოვნის განაცხადისა და მის მიერ მასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების შესახებ“. 7. „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის №4 და №5 დანართები:
„დანართი №4
დაინტერესებული პირების ჩამონათვალი 1. მწარმოებლები: საჰაერო ხომალდის, ძრავების, ხრახნებისა და საჰაერო ხომალდის ნაწილებისა და აგრეგატების კონსტრუქტორები (დამპროექტებლები) და მწარმოებლები; საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) სისტემებისა და მათი შემადგენელი ნაწილების დამპროექტებლები და მწარმოებლები; ჰაერსანაოსნო მომსახურების სისტემებისა და შემადგენელი ნაწილების დამპროექტებლები და მწარმოებლები; აეროდრომზე გამოყენებული სისტემების და აღჭურვილობების დამპროექტებლები და მწარმოებლები. 2. ტექნიკური მომსახურების საწარმოები: ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ: საჰაერო ხომალდების, ძრავების, ხრახნების, საჰაერო ხომალდის ნაწილების და ხელსაწყოების მომსახურებასა და სარემონტო სამუშაოებს; სანავიგაციო საშუალებების დამონტაჟებას, მოდიფიკაციას, ტექნიკურ მომსახურებას, შეკეთებასა და რემონტს, შემოფრენით შემოწმებასა და ინსპექტირებას; აეროდრომზე არსებული სისტემების, შემადგენლობებისა და მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს. 3. ექსპლუატანტები, ექსპლუატანტთა გაერთიანებები/ასოციაციები.
4. სანავიგაციო მომსახურების მიმწოდებლები და საჰაერო მოძრაობის მართვის (ATM) სპეციფიკური ფუნქციების მიმწოდებლები. 5. სააეროდრომო მომსახურების მიმწოდებლები: ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების სამუშაოებზე, მათ შორის - აეროდრომის ტერიტორიაზე საწვავით მომარაგებაზე, მომსახურებაზე, ჩატვირთვის სქემის მომზადებაზე, ჩატვირთვაზე, შემოყინვის საწინააღმდეგო დამუშავებაზე და ბუქსირით გადაყვანაზე, ასევე სამაშველო, სახანძრო და სხვა ავარიული შემთხვევის დროს არსებულ მომსახურებებზე. 6. საავიაციო სასწავლო დაწესებულებები. 7. მესამე ქვეყნის ორგანიზაციები: უცხო ქვეყნების სახელმწიფო საავიაციო ორგანოები და საავიაციო მოვლენათა მოკვლევის უწყებები. 8. საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციები. 9. კვლევითი ორგანიზაციები: საზოგადოებრივი თუ კერძო კვლევითი ლაბორატორიები, ცენტრები/დაწესებულებები ან უნივერსიტეტები, რომლებიც ახორციელებენ ავიაციის უსაფრთხოების კვლევას ან შესწავლას.
დანართი №5 სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო მოვლენათა მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის მოთხოვნის ფორმა 1. სახელი: თანამდებობა/პოზიცია: კომპანია: საქმიანობა: დაინტერესებული პირის კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნებით (იხ. ამ წესის დანართი №4);
მისამართი: ტელეფონი: E-mail: თარიღი: 2. მოთხოვნილი ინფორმაცია: (გთხოვთ, მოთხოვნაში შეძლებისდაგვარად ზუსტად მიუთითოთ შესაბამისი თარიღი/პერიოდი, რომლითაც დაინტერესებული ხართ.);
3. ინფორმაციის მოთხოვნის მიზეზი:
4. ახსენით მიზანი, რისთვისაც იქნება გამოყენებული მოთხოვნილი ინფორმაცია
5. შევსებული ფორმა უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით მისამართზე: (საკონტაქტო პირის მისამართი) 6. მონაცემებზე წვდომა: მოთხოვნის საფუძველზე გაცემული მონაცემები მიწოდებული იქნა მხოლოდ ფრენების უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, როგორც მოცემულია ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში და არა სხვა მიზნებისათვის, მათ შორის, პიროვნების დადანაშაულების, პასუხისმგებლობის დაკისრების ან კომერციული მიზნებისათვის.
ინფორმაციის მომთხოვნს არ აქვს უფლება გაავრცელოს მიღებული ინფორმაცია მისი მიმწოდებლის წერილობითი თანხმობის გარეშე.
ზემოხსენებული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს ინფორმაციის მომთხოვნისათვის სამომავლოდ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საავიაციო მოვლენათა მონაცემთა ბაზაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას/ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმას და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
7. თარიღი, ადგილი და ხელმოწერა:“
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები