დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14/16 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 07/07/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016206 |
|
„თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ა“ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2013 წლის 18 დეკემბრის №24/36 დადგენილებაში (ვებგვერდი, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.111.016185). კერძოდ: |
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. |
2.
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე და 78-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
3.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 23587,0 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
6.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 5800,0 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
7.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 13503,4 ათ. ლარის ოდენობით.
|
8.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 4283,6 ათ. ლარის ოდენობით.
|
9.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 13969,0 ათ. ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
10.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9423,7 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10323,7 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 900,0 ათ. ლარის ოდენობით.
|
11.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
12.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 10. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 194,3 ათ. ლარის ოდენობით. |
13.
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 11. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივის ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -40,7 ათ. ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 40,7 ათ. ლარის ოდენობით.
|
14.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 12. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება –235,0 ათ. ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისათვის „ჭანტურიას ქუჩის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება“ (2005 წ.), „ბარათაშვილის ქუჩის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება“ (2005 წ.), „თავდადებულის ქუჩის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება“ (2005 წ.), „ექსკავატორ-მტვირთავის შეძენა“ (2008 წ.), „საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების შეძენა“ (2008 წ.), „ქ. ფოთში რუხაძის, ვაჟა-ფშაველას, გორგასლის ქუჩების რეაბილიტაცია“ (2009 წ.), „ქალაქ ფოთში ჭავჭავაძის ქუჩის (ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი გზა), ჭავჭავაძის ჩიხისა და მდინარე რიონის გასწვრივ (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია“ (2011 წ.) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრედიტო ვალდებულებები (კრედიტების ძირითადი თანხა) მუნიციპალური განვითარების ფონდისადმი 2014 წელს სავარაუდოდ შეადგენს 235,0 ათ. ლარს. |
15.
მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 13. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 120,0 ათ. ლარის ოდენობით. 2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ბრძანების პროექტი, საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურთან შეთანხმებით წარედგინება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს. |
16.
მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
17.
მე-16 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-7 და მე-9 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16. სხვა მარეგულირებელი ნორმები 2. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირები, კერძოდ: ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები (ტრანსფერი) – არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი; ბ) მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა – საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობით რეგისტრირებული (სათანადო ლიცენზიებისა და ნებართვების მქონე) სამედიცინო დაწესებულებები; გ) საქალაქო ავტობუსების სუბსიდირების პროგრამა – შპს „ფოთიქალაქტრანსპორტი“. 3. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. 4. სხვა გაუთვალისწინებელი კულტურული და სპორტული ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ხარჯების მუხლიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. 7. უფლება მიეცეს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურს განსაზღვროს (დაამტკიცოს) კონკრეტული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი ღონისძიებების ან/და ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი თანხების ზღვრული ოდენობა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით, გარდა ა(ა)იპ დაფინანსების წესით განსაზღვრული შემთხვევებისა. 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული ღონისძიებების, პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე მონიტორინგი და ზედამხედველობა განახორციელონ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
|
18.
მე-16 მუხლს დაემატოს მე-31 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
31. წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფა განხორციელდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სახანძრო–სამაშველო სამსახური და თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით.
|
19.
დადგენილების თავი II-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები. |
20.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები), მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირებას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, დასუფთავების ღონისძიებებს, მათ შორის სპეც. ტექნიკის შესყიდვას, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, სანიაღვრე არხების მოწყობას, სატუმბო სადგურების რეაბილიტაციას, სატუმბო სადგურის ელ. ენერგიის წყაროსთან მიერთების სამუშაოებს, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირებას, ეზოების კეთილმოწყობას (ნიკოლაძის სანაპიროზე, 9 აპრილის ხეივანზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ს/სახლების და სხვა ქუჩებზე მდებარე ს/სახლების ეზოები), „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირებას და სამუშაოებს, მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის კაპ. შეკეთებას, გამწვანების სამუშაოებს და სხვა. |
21.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.3 და 2.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ძუკუ ლოლუას სახელობის ცენტრალური პარკისა და მრავალსართულიანი ს/სახლების ეზოების მოვლა-პატრონობა, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება, ეზოების კეთილმოწყობა (ნიკოლაძის სანაპიროზე, 9 აპრილის ხეივანზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ს/სახლების და სხვა ქუჩებზე მდებარე ს/სახლების ეზოები), „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირება და სამუშაოები, მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის კაპ. შეკეთება, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირება და სხვა ღონისძიებები. 2.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად 2014 წელს განხორციელდება საახალწლო ქალაქ გაფორმებისათვის ინვენტარისა და სახელმწიფო დროშების შეძენა, საახალწლო და სადღესასწაულო ქალაქგაფორმება, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნებისა და რადიო–საათის მოვლა–პატრონობა, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ძ. ლოლუას სახელობის, ცენტრალური და სხვა პარკებისა თუ სკვერების მოვლა-პატრონობა, ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება, ეზოების კეთილმოწყობა (ნიკოლაძის სანაპიროზე, 9 აპრილის ხეივანზე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ს/სახლების და სხვა ქუჩებზე მდებარე ს/სახლების ეზოები), „კოლხი დედის“ ძეგლის პედესტალის მშენებლობის, გადატანის, აღმართვის პროექტირება და სამუშაოები, მერიის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელის კაპ. შეკეთება, ლიფტების შეძენისა და მონტაჟის პროექტირება. |
22.
მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
2.4 ა(ა)იპ „თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების რეგიონული საკომუნიკაციო ოფისი“ (პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროცესებში აქტიური და ეფექტიანი მონაწილეობის სამოქმედო გეგმის შემუშავება, კოორდინაცია და მისი შესრულების მონიტორინგი, მეწარმეების (მათ შორის ქალი მეწარმეების) კონსულტაცია და სწავლება; მეწარმეთა ინტერესების დაცვა, მათი კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ადეკვატური საკანონმდებლო ბაზის შექმნისათვის წინადადებების მომზადება; საწარმოებს, მათ გაერთიანებებს, ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს შორის პარტნიორობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ წინადადებების შემუშავება; მეწარმეობის, მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შექმნისა და განვითარების სტიმულირება; მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის საერთაშორისო გამოცდილებისა და დახმარების მოზიდვა, კოორდინაცია და საჯაროობა; მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისა და მათი მონიტორინგის მიზნით სამთავრობო, არასამთავრობო, საერთაშორისო და სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობა; არასაბიუჯეტო სახსრების მოზიდვასთან საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ინვესტორებთან თანამშრომლობა; ქალაქში საინვესტიციო გარემოს კვლევის საფუძველზე მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება; მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებისა და მათი განმახორციელებელი ორგანიზაციების, საწარმოთა პოტენციალის, ბაზრების, სამეწარმეო, საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციული ბანკის შექმნის ხელშეწყობა; მეწარმეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის ინფორმაციულ–ანალიტიკური მომსახურება.
|
23.
მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ქალაქისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოციალური დახმარება როგორც ფულადი, ასევე სხვადასხვა სოციალური შეღავათების დაწესების გზით, რაც გააუმჯობესებს შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ და მატერიალურ კეთილდღეობას. |
24.
მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის 5.2.1, 5.2.2, 5.2.3, 5.2.6, 5.3.1, 5.3.2, 5.3.3.2, 5.3.3.4, 5.3.3.5, 5.3.5, 5.4, 5.5 და 5.6 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
5.2.1 მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამა ითვალისწინებს დაზღვევის გარეშე დარჩენილი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსებას, მათ შორის ძვირადღირებულ ოპერაციებს, გამოკვლევებს. პროგრამის მართვა: მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება თვითმმართველი ქალაქის–ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურში. განხილვისას გათვალისწინებული იქნება ავადმყოფის ასაკი, დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ავადმყოფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (დასკვნას გასცემს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო), ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა და დამტკიცებული ლიმიტი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პაციენტს საბიუჯეტო წლის განმავლობაში დახმარება შეიძლება გაეწიოს არაუმეტეს ორჯერ. თანხები გამოიყოფა შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5.2.2 მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) აღნიშნული პროგრამით სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე გაიცემა ვაუჩერი, რომლის ღირებულება შეადგენს 70 ლარს. პროგრამით ისარგებლებს დაახლოებით 1571 ადამიანი. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი დოკუმენტაციით. აღნიშნული განცხადებები განხილულ იქნება კომისიური წესით და მომზადდება შესაბამისი დასკვნები. მედიკამენტები განმცხადებელზე გაიცემა პროგრამაში მონაწილე აფთიაქიდან. პროგრამის მომსახურე აფთიაქიდან ანგარიშის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება თვითმმართველი ქალაქის–ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურში მოხდება ყოველთვიურად, სადაც შემოწმდება ანგარიშები და მიეცემა ვიზა დაფინანსებისათვის. აღნიშნული პროგრამით დახმარება შესაძლებელია განმცხადებელს გაეწიოს წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ. 5.2.3 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება (პროგრამული კოდი 06 02 03) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზით დაავადებულთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების პროგრამის მიზანია, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა უფასო, სრულყოფილი და ოპერატიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით. პროგრამის მართვა: პაციენტი ან/და მეურვე განცხადებით მიმართვას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ექიმის მიერ გაცემული ფორმა #100, ავადმყოფის დიაგნოზისა და ტრანსპორტირების აუცილებლობის მითითებით. შემოსული დოკუმენტაცია მოწმდება თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურში და მიმართვა ეგზავნება შესაბამის სამსახურს, რათა მოხდეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის ტრანსპორტირება ქალაქგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს დაავადებულთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მონეტარული ფორმით (თვეში ერთჯერადად გასაცემლის სახით), კომისიის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 200 ლარისა. 5.2.6 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ბავშვთა სტომატოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევის და პროფილაქტიკის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა და მოზარდთა შორის სტომატოლოგიურ დაავადებათა გამოკვლევისა და პროფილაქტიკის მიზნით დაავადებათა დროულ აღმოჩენას, პროფილაქტიკას და მძიმე გართულებების თავიდან აცილებას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მოზარდი თაობის პაციენტებისათვის სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფის ხელშეწყობას. 5.3.1 სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 01) აღნიშნული პროგრამით ხორციელდება უმწეო, მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება, აგრეთვე დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში, მათი ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას 300 ლარის ოდენობით. პროგრამის მართვა: აღნიშნული პროგრამით დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან მეურვემ უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი დოკუმენტაციით. უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში, დაკრძალვის ორგანიზებას და ჩასასვენებლი სასახლის დამზადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახორციელებს ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებული (უბნების მიხედვით). 5.3.2 მარტოხელა დედათა დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 02) სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო მარტოხელა დედების უმრავლესობა უმუშევარია, მათ მძიმე ტვირთად აწევთ მცირეწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობა. იზრდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობა, ამიტომ მიზანშეწონილია გაეწიოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება მარტოხელა დედებს 30 ლარის ოდენობით მოზარდის 16 წლის ასაკის შესრულებამდე. პროგრამის მართვა: ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი კომისიის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მარტოხელა დედებს ან/და მათ მიერ განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე. 5.3.3.2 მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03 02) მოსახლეობის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყანაში სიღარიბის დონის აღმოფხვრას, სოციალური რისკების განეიტრალებას, ეფექტური და მიზანმიმართული ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას მოწყვლადი ჯგუფებისათვის. განვლილმა წლებმა დაადასტურეს ამ პროგრამის ეფექტურობა. პროგრამის მართვა: მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამისი დოკუმენტაციით. აღნიშნული განცხადებები განხილულ იქნება კომისიური წესით და მომზადდება შესაბამისი დასკვნები. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დახმარება შეიძლება გაეწიოთ წელიწადში ერთხელ ქ. ფოთში მცხოვრებ იმ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში უტოლდება ან ნაკლებია 72000-ზე. მატერიალური დახმარების სახით გამოყოფილი თანხა მოქალაქეებს დაერიცხებათ პირად ანგარიშზე, შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5.3.3.4 მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03 04) პროგრამა მიზნად ისახავს დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში, მათი ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულზე 160 ლარის ოდენობით. პროგრამის მართვა: გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი კომისიის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5.3.3.5 უსინათლოების მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 03 03 06) პროგრამა გულისხმობს უსინათლო პენსიონერთათვის ყოველთვიურად 20 ლარიან შეღავათიან პაკეტს კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად. პროგრამის მართვა: უსინათლო პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი) კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების მისაღებად განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურემელი მოწმობის ასლი და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი 20 ლარის ოდენობით ყოველთვიურად დაერიცხებათ საბანკო ანგარიშებზე. თანხის გაცემა იწარმოებს პლასტიკური ბარათების მეშვეობით. ბენეფიციართა სია არანაკლებ წელიწადში ორჯერ უნდა იქნას წარმოდგენილი თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის მიერ. 5.3.5 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 05) პროგრამა უზრუნველყოფს ახალგაზრდა ოჯახების წახალისებას, რათა ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში ყველა ახალშობილი ოჯახისათვის (მათ შორის, ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ დევნილებზე) გათვალისწინებულია ერთჯერად 100 ლარით დახმარება. პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ახალშობილის მშობლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოტანილი განცხადების (შესაბამისი დოკუმენტაციები) საფუძველზე. პროგრამის მართვა: თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5.4 მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ, ასევე ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ დევნილთა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებიც ზრდიან 3, 4 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (16 წლამდე) ბოლო შვილზე მიზანშეწონილია დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება:
ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 300-მდე ოჯახი. მატერილაური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით. პროგრამის მართვა: თანხა ბენეფიციარს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე (ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით) შესაბამისი კომისიის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5.5 ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 05) ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ, ასევე ქალაქ ფოთში რეგისტრირებულ დევნილთა მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი (უფროსი შვილის 18 წლის შესრულებამდე) მიზანშეწონილია წელიწადში ერთხელ გაეწიოს მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით. მატერილაური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება შესაბამისი დოკუმენტაციით. პროგრამის მართვა: თანხის გამოყოფა და ჩარიცხვა განხორციელდება წელიწადში ერთხელ. თანხა ბენეფიციარს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე (ან საბანკო დაწესებულების მეშვეობით) შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 5.6 სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარებები (პროგრამული კოდი 06 06) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო დღეებში შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარების მატერიალურ წახალისებას:
თანხა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე. თანხები გამოიყოფა შესაბამისი კომისიის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
|
25.
დადგენილების თავი III-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები. |
26.
მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
მუხლი 18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
1.
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის ბრძანების თანახმად:
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერის 2014 წლის 27 ივნისის #228 ბრძანების „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის (თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური) 2014 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში გადატანის შესახებ“ შესაბამისად, შემცირდა „თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის“ „შრომის ანაზღაურების“ ხარჯი 0,5 ათ. ლარით და შესაბამისად გაიზარდა „შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების“ ხარჯი. |
2.
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 7 ივლისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები